logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: არსებობს გამოწვევები, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს
კახა კალაძე: არსებობს გამოწვევები, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს
21:22 18.10.2020
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ფოთში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.

კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ფოთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ევროპული ტიპის ქალაქია, რომლის განვითარებაშიც უდიდესი წვლილი აქვს დიდ ქართველს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებას, ნიკო ნიკოლაძეს, რომელმაც პატარა, ჭაობიანი ადგილი საქართველოს გამორჩეულ, უდიდესი პერსპექტივის მქონე ქალაქად აქცია.

ფოთი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქია, ერთ-ერთი მთავარი ცენტრი საქართველოს ლოგისტიკური, სატრასპორტო და ინფრასტრუქტურული კუთხით. ფოთის პორტში ინტენსიურად მიმდინარეობს PACE ტერმინალის პროექტის განხორციელება, რომელშიც ამერიკული ინვესტიციაა ჩადებული და რომელიც დამატებითი ინვესტიციების შემოსვლას, დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს მომდევნო წლების განმავლობაში.

ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შეუდგა ყველა იმ გამოწვევაზე მუშაობას, რაც 2012 წლამდე არსებობდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონების განვითარებაზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების საჭიროებების უზრუნველყოფაზე. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ეს პროგრესი თითოეულ ოჯახზე აისახებოდეს, ყველას ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა, რომ საკუთარი საქმე წამოიწყოს და საკუთარი ოჯახი არჩინოს.

ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია განათლება, რომელმაც ჩვენი შვილების, შვილიშვილების ნათელი მომავალი უნდა უზრუნველყოს. თანამედროვე სამყაროში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან კონკურენცია შესაძლებელია, თუ გვექნება კარგი განათლება და გამართული განათლების სისტემა. სწორედ ამისთვის გამოიყო ბიუჯეტის მეოთხედი განათლების დაფინანსებაზე, სწორედ ამიტომ განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი, სადაც ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაშივე, წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების დონის განათლების მიღება შეეძლებათ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ განათლებული მოქალაქეებისგან და ეკონომიკურად ძლიერი ოჯახებისგან შემდგარი ქვეყანა ავაშენოთ, რომელიც ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი გუნდით და ძალისხმევით მოვაგვარებთ და ღირსეულად ვუპასუხებთ ამ პრობლემებს, რომელიც ფოთში არსებობს და ფოთის მოსახლეობას აწუხებს.

ერთად საქართველოს წარმატებისკენ!" - განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა