logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ალექსანდრე მოწერელია: მომავალი 4 წლის განმავლობაში წინაპრების დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ
ალექსანდრე მოწერელია: მომავალი 4 წლის განმავლობაში წინაპრების დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ
17:50 18.10.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ, აბაშაში,  საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით ძვირფასო აბაშელებო, მივესალმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერებს მოწვეულ სტუმრებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ჩემი გამოცდილება და ცოდნა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარო.

აბაშა გამორჩეული მუნიციპალიტეტია ჩვენს ლამაზ მხარეში. პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რაც უახლოეს 4 წელიწადში განხორციელდება აბაშაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ ამ წლებში როგორ გამშვენიერდა აბაშის ცენტრი განსაკუთრებით. ბევრი პრობლემა გადაილახა, თუმცა გადასალახი პრობლემები წინ გველოდება და ჩვენ ამას რა თქმა უნდა გავაკეთებთ.

აბაშა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის, ეს არის ჩვენი რეგიონის ბეღელი. ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა უფროსმა თაობამ, ბევრი წარმომადგენელი ამ უფროსი თაობისა დღეს აქ იმყოფება, მათ მიაღწიეს უდიდეს გამარჯვებას და კოლხეთის დაბლობის დაჭაობებული და მალარიით დამძიმებული სურათი სრულად შეცვალეს. მათ შეძლეს ცნობილი ენჯელის მასივის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბრუნვაში მოქცევა. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა დიდი შრომა გაწიეს და მე რა თქმა უნდა მეამაყება ის, რომ პაპაჩემი ალექსანდრე მოწერელია, რომლის სახელსაც მე ვატარებ იყო ამ დიდი შრომის თანამონაწილე და მას დიდი წვლილი მიუძღვის. მისი სახელის ტარება ჩემთვის ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამდენად, მომავალი 4 წლის განმავლობაში წინაპრების დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ, უნდა გავაძლიეროთ აბაშის აგროსამრეწველო კომპლექსი, ის, რომ თითოეული აბაშელი იყოს მისი თანამონაწილე და თითოეულმა აბაშელმა იგრძნოს თავის თავზე.

აბაშაში დღეს ფუნქციონირებს ძალიან წარმატებული კოოპერატივი, რომელმაც შეძლო ხორბლის კულტივირება აბაშაში და ჩვენ ყველანი ამის მოწმენი ვართ. სწორედ აბაშიდან დაიწყება სამეგრელოს კიდევ უფრო აგრარული გაძლიერება. აქ ჩამოყალიბდება ყველაზე დიდი ფერმერული მეურნეობები. "ქართული ოცნება" იქნება სწორედ ამ რეფორმების, ამ დახმარების წინა ხაზზე. გადმოცემის თანახმად ადრეულ შუა საუკუნეებში სწორედ შემოსეულმა მტერმა აბაშიდან დაიწყო უკან დახევა. ეს არის ჩვენი გამარჯვების ადგილი და ერთად აბაშის, სამეგრელოს, ჩვენი მხარისა და საქართველოს წარმატებისათვის" - განაცხადა მოწერელიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა