logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: „ნაცონალური მოძრაობის“ დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა იყო და არის სიცრუე და ძალადობა
კახა კალაძე: „ნაცონალური მოძრაობის“ დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა იყო და არის სიცრუე და ძალადობა
17:25 18.10.2020
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დღეს, „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი ამ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში ვიმყოფებით, ქალაქში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მდიდარ კულტურასა და ისტორიას ინახავს.

აქ ჩამოსვლა გულწრფელად მიხარია, რადაგანაც თქვენ ხართ გამორჩეულად მშრომელი, ენერგიული, პატრიოტი და კულტურული ხალხი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი მხარე, თავისი მუნიციპალიტეტი და თავისი ქვეყანა.

სამეგრელომ და მეგრელებმა საკუთარ თავზე ბევრი სირთულე, ჩვენი ქვეყნის ისტორიის მძიმე მომენტები გადაიტანეს, თუმცა ყოველთვის ახერხებდით, რომ უდიდესი შემართებითა და მუხლჩაუხრელი შრომით ეს ყველაფერი გადაგელახათ და ახალი შემართებით გაგეგრძელებინათ ცხოვრება.

არ წავალ შორს და ყველაფერს არ გავიხსენებ, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე, იმ დრომდე, ვიდრე გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილი და მას რიგით ჯარისკაცებად გვერდში დავუდგებოდით საქართველოს მოქალაქეები.

„ნაცონალური მოძრაობის“ დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა იყო და არის სიცრუე და ძალადობა. რეჟიმის ქმედებები განსაკუთრებით სასტიკი იყო სამეგრელოში, სადაც საწამებელი სამალავებით, კასრებში დამალული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, ტერორითა და ძალადობით ცდილობდნენ ხალხის დამორჩილებას - თავიანთი ტელევიზიებით კი მოდელირებულ რეალობას გადმოსცემდნენ და სიცრუის ნიაღვარით ცდილობდნენ ნგრევა შენებად, წაგებული ომი გამარჯვებად, ადამიანების ღირსების შელახვა კი განვითარებად წარმოეჩინათ.

ეს ხალხი ჩვენ ერთად, ერთიანი ძალისხმევით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ჩვენ ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით ჩავაბარეთ წარსულს.

2012 წლის შემდეგ დავიწყეთ მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული რეფორმების განხორციელება ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ზუგდიდში უამრავი პროექტი განხორციელდა. სახელმწიფო ადამიანს დაუდგა გვერდით და თანადაფინანსების პროგრამებით, ახალი საწარმოების გახსნით ბევრი ადამიანი დასაქმდა და საკუთარი საქმე წამოიწყო. განათლება და ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა და რაც მთავარია, მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი და ძვირფასი - თავისუფლება.

ზუგდიდში არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც განხორციელდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანდაცვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ შემდეგ მათი განათლება გამოვიყენოთ ისევ და ისევ ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებას და ხელშემწყობ პროექტებს, ასევე, გაგრძელდება ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სხვადასხვა ტიპის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

მინდა, გამარჯვება და წარმატებები გისურვოთ.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა