logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ერთიანობა, დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ ჩვენ მეორე ტალღაც დავამარცხოთ კოვიდთან ბრძოლაში ისე, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა
გიორგი გახარია: ერთიანობა, დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ ჩვენ მეორე ტალღაც დავამარცხოთ კოვიდთან ბრძოლაში ისე, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა
23:48 16.10.2020
დაგვრჩა ორი კვირა, საკმაო გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენ ეს ორი კვირაც ღირსეულად უნდა გავიაროთ, ისე, როგორც გამოვიარეთ ეს ბოლო წლები - ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოზურგეთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა დადგა პანდემიის მეორე ტალღის გამოწვევის წინაშე და ერთიანობა და პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ საქართველომ მეორე ტალღაც დაამარცხოს ისე, რომ გადარჩეს ქვეყნის ეკონომიკა და ამასთან ერთად ჩატარდეს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები.

„მოგესალმებით ჩვენო გურულებო, ჩვენო ოზურგეთელებო. დიდი პატივია დღეს თქვენთან აქ ყოფნა, ამ მშვენიერ ეზოში, მყუდრო, შინაურულ გარემოში და გურიის მომავალზე საუბარი. ეს კუთხე არის უნიკალური ნიჭის ადამიანების კუთხე და შემთხვევითობა არ არის, რომ უამრავი ღირსეული საზოგადო მოღვაწე აჩუქა ამ კუთხემ ჩვენს ქვეყანას, მის პოლიტიკას, ხელოვნებას, კულტურას - ყველა სფეროს. ამიტომ, ძალზე დიდი პასუხისმგებლობაა თქვენთან საუბარი. თითოეულ სიტყვას ზომავ, განსაკუთრებით სიტყვას, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.

სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს ამ გლობალური გამოწვევის, პანდემიის პირობებში ვხვდებით, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ორი კვირა დაგვრჩა, ორი კვირა, საკმაო გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენ ეს ორი კვირაც ღირსეულად უნდა გავიაროთ, ისე, როგორც გამოვიარეთ ეს ბოლო წლები. ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. ეს ყელაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც გავუმკლავდით პირველ ტალღას, დავიცვით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენი ეკონომიკა, მაგრამ როგორც ვამბობდით, დავდექით მეორე ტალღის გამოწვევის წინაშე და ყველას უნდა გვესმოდეს - ერთიანობა, პასუხისმგებლობა, დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ ჩვენ მეორე ტალღაც დავამარცხოთ კოვიდთან ბრძოლაში და რაც მთავარია, დავამარცხოთ ისე, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა, დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი და ამასთან ერთად, ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული, ღირსეული არჩევნები. ეს ძალზე სერიოზული გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავუმკლავდებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება იყოს უფრო უსაფრთხო და ღირსეული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა