logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თორნიკე გორდაძე ევროინტეგრაციის და საარჩევნო პროცესში არასამთავრობოების ჩართვას მიესალმება
თორნიკე გორდაძე ევროინტეგრაციის და საარჩევნო პროცესში არასამთავრობოების ჩართვას მიესალმება
13:44 15.09.2012
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე არჩევნებისა და ევროინტეგრაციის  პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას მიესალმება.

როგორც გორდაძემ დღეს კონფერენციიდან -„საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები“ გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონფერენციის განსახილველი თემები არჩევნები, ევროინტეგრაცია და აღნიშნულ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაა.

მისივე თქმით, კონფერენციაზე პირველი გამომსვლელი ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი იყო, რომელმაც განსაკუთრებული ხაზი საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ბაზის დახვეწისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯებს გაუსვა.

„მან ასევე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ყველა მხარის პასუხისმგებლობას არჩევნების მშვიდად, დემოკრატიულად ჩატარებისთვის. არჩევნების შემდგომ პერიოდზეც პასუხისმგებლობა ასევე ყველამ უნდა აიღოს“ - განაცხადა თორნიკე გორდაძემ.

მისივე თქმით, თუკი საერთაშორისო ავტორიტეტული ორანიზაციები არჩევნებს აღიარებენ როგორც დემოკრატიული კრიტერიუმების შესაბამისს, ამ შემთხვევაში, ყველას პასუხისმგებლობა იქნება აღნიშნული გადაწყვეტილების პატივისცემა.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია -„საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები“ მიმდინარეობს.

კონფერენციას ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა