logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: გურულებო, 31 ოქტომბერს სამართლიან ბრძოლაში გამარჯვებას გისურვებთ
გიორგი გახარია: გურულებო, 31 ოქტომბერს სამართლიან ბრძოლაში გამარჯვებას გისურვებთ
15:10 16.10.2020

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად. ღირსება და სამართლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.
პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევებისა და პანდემიის მიუხედავად, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა არც ერთი დღით არ გაჩერებულა.
„დიდი პატივია ჩვენთვის აქ, თქვენთან ერთად საუბარი ქვეყნის მომავალზე, ხვალინდელ დღეზე. გურია, ლანჩხუთი ყოველთვის იყო ქვეყანაში სანიმუშო საზოგადოებრივი მოღვაწეების სამჭედლო, ყოველთვის იყო სამჭედლო დიდი მწერლების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, ხელოვნების წარმომადგენლებისა. აქტიურობა ხშირ შემთხვევაში იწყებოდა აქედან და კახიმ სწორად გაიხსენა, პირველი რესპუბლიკა, რომლითაც დღესაც ვამაყობთ, დიდი ნაწილით გურულებისგან შედგებოდა. ეს ყველაფერი გარკვეულ პასუხისმგებლობასაც გვანიჭებს. როდესაც ჩვენს ხვალინდელ დღეზე და გურიაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია: სამუშაო ადგილებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ, ყველანი ამაზე ერთად ვმუშაობთ და ვხედავთ ყოველდღიურ პროგრესს. მარტივი პრობლემები არ არის დღეს გურიაში. მაგალითად, ლანჩხუთის წყალმომარაგება თუ ნორმალურ კონდიციაში მოვიყვანეთ, სამაგიეროდ სოფლებში წყალმომარაგება პრობლემაა, ისევე, როგორც პრობლემაა შიდა სასოფლო გზები. მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და პანდემიისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პირბადეებით გვიწევს ერთმანეთთან საუბარი, ბოლო 8 თვის განმავლობაში, მათ შორის, გურიაში, არც ერთი წუთით სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტებზე მუშაობა არ შეჩერებულა. ამის შედეგია ის, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სამტრედია-გრიგოლეთის გზის ორი მონაკვეთი გაიხსნა. სულ მალე ეს პროექტი სრულად დამთავრდება და გარდა იმისა, რომ ეს პროექტი გურიის ყოველდღიურ ცხოვრებაში ელემენტარულ საგზაო უსაფრთხოებას შემოიტანს, ამასთან ერთად უფრო მარტივი იქნება ტურისტების რეგიონში შემოყვანა“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა შექმნას თანაბარი პირობები ყველასთვის. მისივე განცხადებით, არ ინდა იყოს დიდი სხვაობა იმაში, თუ სად ცხოვრობს ადამიანი - ლანჩხუთში, ოზურგეთში, თბილისსა თუ ბათუმში.
„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა გახლავთ ის, რომ არ უნდა იყოს დიდი სხვაობა იმაში, სად ცხოვრობს ადამიანი - ლანჩხუთში, ოზურგეთში, თბილისსა თუ ბათუმში. ერთი და იგივე, დაახლოებული პირობები უნდა ჰქონდეს ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება აქ, თავის კუთხეში, თავის პატარა სამშობლოში, სადაც შეძლებენ საზოგადოებას დაეხმარონ და ქვეყნისთვის იშრომონ, სადაც შეძლებენ ასევე ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ ოჯახები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, წყალმომარაგებით, წყალარინებით, სკოლებით, ბაღებით, მედიცინით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიდი სხვაობა არ იყოს თბილისსა და ლანჩხუთს შორის, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ამ მიზნიდან გამომდინარე გვაქვს გეგმა, რომელიც მთელი 4 წლის განმავლობაში დეტალურადაა გაწერილი და ზუსტად ვიცით, სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა უნდა გავაკეთოთ. ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ფული მოხმარდება პირველ რიგში წყალმომარაგებას. გზების შემდგომ, ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის წყალი, როგორც სასმელი, ისე საირიგაციო და სარწყავი წყლები. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გაზიფიცირება, სკოლების წესრიგში მოყვანა, მაგისტრალური და შიდა სასოფლო გზები. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ ელემენტარული, ნორმალური ცხოვრების სტანდარტები დააკმაყოფილოს. გამოწვევები დღეს ძალზედ დიდია. ვხედავთ, რომ უჩვეულოა, როდესაც პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისსაც. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიოში, ანტი-რეკორდი დამყარდა ინფიცირების რაოდენობის. ჩვენთანაც ყველანი კარგად ვხედავთ და ვღელავთ, რომ ინფიცირების რაოდენობა გვეზრდება, განსაკუთრებით აჭარაში, თბილისსა და იმერეთში, ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ამ, ბრძოლაშიც ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტალღის ეტაპზე წარმატებით გავუმკლავდით ამ გამოწვევას, ახლა ახალი გამოწვევებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე თითოეულ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა და უნდა გავუფრთხილდეთ,როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილსა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს.
„თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და აქ, უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს. ამ ყველაფრის ერთად გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ, მაგრამ აქ, ყველაზე მთავარია, რომ ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ჩვენ ახლა წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლადაც მოგვეჩვენოს, ამას ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად. ღირსება არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და სამართლიანობა. ამიტომ, გურულებო, გამარჯვებას გისურვებთ 31 ოქტომბერს, ღირსეულ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა