logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა დავუსვა შეკითხვა იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ამ მოღალატეების გვერდით დგანან - აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც მოჰყვება ასეთი ღალატობრივი აქტის შემდეგ ამ მოღალატეებთან თანამონაწილეობას?
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა დავუსვა შეკითხვა იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ამ მოღალატეების გვერდით დგანან - აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც მოჰყვება ასეთი ღალატობრივი აქტის შემდეგ ამ მოღალატეებთან თანამონაწილეობას?
13:01 16.10.2020
„მე ვფიქრობ, ნორმალურ, ძლიერ სახელმწიფოში ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ დაიხურებოდა. ამ ადამიანებს, და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვისაც დაუმტკიცდებოდა ღალატის ჩადენა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ალბათ სამუდამო ციხე დაემუქრებოდა. ჩვენ ვმსჯელობთ ახლა, რატომ ჩამოვიტანეთ რუკა, რატომ ჩავატარეთ სპეცოპერაცია,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ნამდვილი რიცხვები“ დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, რუკების ჩამოტანით გაჩნდა შანსი დავით-გარეჯთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის ამოწურვა მეგობარ აზერბაიჯანთან, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში და მოღალატეებმა კი აჟიოტაჟი ატეხეს. „კიდევ ერთი ბრალდება, რაც მე მოვისმინე და მინდა, განვმარტო მოსახლეობისთვის, თითქოს ჩვენს რეგიონში, ასეთი ომია, ორ მოძმე რესპუბლიკებს შორის, რომელთა მიმართ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი ნეიტრალიტეტი ამ კონფლიქტში. თითქოს რაღაც პროცესი დავიწყეთ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მე აპრილში ჩამოვიტანე რუკა. ივლისის ბოლოს მივიღეთ მეორე პარტია. სულ რაღაც 11 დღეში მოხდა ანალიზი სამინისტროში, გავამზადეთ და მივწერე პროკურორს. სად იყო მაშინ კონფლიქტი, სად იყო ეს გაჩაღებული ომი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოღალატეებმა იგრძენს საფრთხე მას შემდეგ, რაც დაიწყო გამოძიება და გამოკითხვები. „60 კაცი დაიკითხა და გაჟონა ინფორმაციამ, რა თქმა უნდა მოუყვნენ მფარველებს, მათ დაიწყეს პანიკა, მათი უგვანო კაცი, ვინც არის გვარამია, რომ თითქოს რაღაცას ვაპირებთ. მერე გამოვიდა, ეს ბოროტი მასხარა სააკაშვილი, რომელმაც ვერსია მისცა პირდაპირ პროკურატურას, რომ იტყვიან 80 მილიონი დოლარი ავიღეო გარეჯის გაყიდვაშიო, სად ნახეთ, ვინ თქვა, პროკურატურის ვერსიაში ითქვა, ჩემს წერილში არის რომ სააკაშვილმა გაყიდა გარეჯი? ეს მან მისცა ვერსია გამოძიებას. მე ვამბობ ჩემს წერილში, რომ ჩვენთვის მოტივაცია უცნობია, ჩვენ გეუბნებით ფაქტს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოღალატეობრივი ძალა არის რუსული ინტერესების გამტარებელი და მათი პიარით დაკავებული. „2007 წელს გავიდა ბოლო რუსის ჯარი ჩვენი ტერიტორიიდან, ამ რუსეთის ინტერესების გამტარებელმა ბოროტმა მასხარამ, სააკაშვილმა შემოიყვანა 2008 წელს რუსის ჯარი, ჩააბარა კოდორი, ყოველგვარი შეიარაღების გარეშე, ჯარისკაცები ძალით გამოიყვანეს, იარაღი დატოვეს, ჩამოწერეს მილიარდი დოლარის, 120 სოფელი დაკარგა ამ სულელმა, ნაძირალა კაცმა. ამდენი დევნილი, ამდენი უბედურება განიცადა, რაც მთავარია, ჩიხში შევიდა ქვეყანა. ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ რუსის ჯარი არის დამაგრებული, დამყარებული კავკასიაში, ორი დიდი ბაზით,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა