logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ფილიპ დიმიტროვი საქართველოს წინაასარჩევნო გარემოს პოლარიზებულს უწოდებს
ფილიპ დიმიტროვი საქართველოს წინაასარჩევნო გარემოს პოლარიზებულს უწოდებს
13:01 15.09.2012
ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი მიიჩნევს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ძალიან პოლარიზებულია.

ამის შესახებ მან „ნიუსპრესს“ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია - „საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები“ დაწყებისას განუცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პოლარიზაცია დემოკრატიულ ქვეყნებში არ არსებობს.

„ეს საშიშია და მას ემოციებისკენ მივყავართ. ემოციები და ვნებები კი, დემოკრატიულ სტანდარტებს არ მიესადაგება“ - განაცხადა დიმიტროვმა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ქეთრინ ეშტონმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ აღნიშნეს, რომ არჩევნები რთული პროცესია, რომლის შედეგებით ყველა კმაყოფილი არ არის.

„ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია შედეგები გამოაქვეყნოს, ცესკო-ა. თუმცა, ცესკო-ს მიმართ საზოგადოებაში გარკევული ეჭვები და უნდობლობა არსებობს“ - აღნიშნა დიმიტროვმა.

როგორც დიმიტროვმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლარიზაცია არჩევნების დღეს და შემდეგ არ გაგრძელდეს.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარადეს“ - განაცხადა მან. 

მისივე თქმით, არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში პოლიტიკური პარტიებისა და მთავრობის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ.

დიმიტროვის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების შედეგები შეაფასონ.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კონფერენცია - „საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები“ მიმდინარეობს.

კონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მომხსენებლების სტატუსით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი მონაწილეობენ.

კონფერენციას ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს და კონკრეტულ გამოწვევებს განიხილავენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა