არჩილ თალაკვაძე კუბილიუსის განცხადებაზე: რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა
12:05 16.10.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, კუბილიუსის განცხადებაზე
კომენტარი გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მადლობა, რომ განმარტება გააკეთა. რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა. ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ჩვენს მიწა-წყალს და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები სასაცილო ნამდვილად არ არის. ასეთი შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია.
“პოლიტიკური არქეოლოგია” არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.