logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ჩვენმა გუნდმა სოფლის მეურნეობაში კოლოსალური თანხები ჩადო
კახა კალაძე: ჩვენმა გუნდმა სოფლის მეურნეობაში კოლოსალური თანხები ჩადო
15:33 13.10.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ნინოწმინდაში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე სიტყვიტ გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და ულამაზეს მხარეში ვიმყოფებით, სადაც ძალიან მშრომელი, გამორჩეული ხალხი ცხოვრობს. სწორედ თქვენნაირ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა და სწორედ ნინოწმინდაში მაცხოვრებელი, მრავალფეროვანი ხალხის ერთობა აძლიერებს საქართველოს.


“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით მოვიდა და მაშინვე დაიწყო იმ მძიმე ვითარების გამოსწორება, რაც თითქმის ყველა სფეროში დაგვხვდა. ყველაფრის ერთბაშად გამოსწორება, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა, თუმცა ეტაპობრივად, ჩვენ შევძელით, რომ სახელმწიფო ხალხის სამსახურში ჩაგვეყენებინა და ყველა უწყება შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზას დადგომოდა.


ჩვენმა გუნდმა კოლოსალური თანხები ჩადო სოფლის მეურნეობაში, ამოქმედდა უამრავი სახელმწიფო პროგრამა, განათლება და ჯანდაცვა ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, ბიზნესი სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლდა და რაც მთავარია, ადამიანებს დაუბრუნდათ შეგრძნება და განცდა, რომ სახელმწიფო მათ სამსახურში დგას. ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და კანონის წინაშე ჩვენ ყველა ვართ თანასწორები.


გაკეთებული საქმეების, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევებია. არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება. არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხი.


დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმ განვითარების გეგმით, იმ საარჩევნო პროგრამით, რომლიც ჩვენ წარვუდგინეთ მოსახლეობას, შევძლებთ არა მხოლოდ ამ რეგიონში, ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას.


მინდა წარმატებები გისურვოთ, წარმატებები ვუსურვო ამ რეგიონს, წარმატებები ვუსურვო ჩვენს საქართველოს.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა