logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა წულუკიანი: როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება გამოვალ ინიციატივით, სახელმწიფო ღალატის შესახებ
თეა წულუკიანი: როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება გამოვალ ინიციატივით, სახელმწიფო ღალატის შესახებ
15:30 13.10.2020

საქართველოს სახელმწიფოს ღალატი, როგორც მუხლი, ტყუილად არ იყო ჩადებული კოდექსში მაშინ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსში 307-ე მუხლის გაუქმების თაობაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამ მუხლის ამოღება მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის შეთანხმება მოხდა საზღვართან დაკავშირებით 2007 წლის მარტში, და აპრილში ეს მუხლი ამოიღეს, იწვევს გაკვირვებას. როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება, მე გამოვალ ინიციატივით, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს ჩვენს მატერიალურ კოდექსში და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არამედ ნებისმიერი საღად და ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საკანონმდებლო ცვლილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წლის 27 აპრილს მიიღო. 307-ე მუხლი, რომელიც კოსტიტუციიდან ამოიღეს, გულისხმობდა სახელწიფო ღალატს. ახლა კი, ეს მუხლი არ არსებობს. დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაკავებულებს ბრალი 308-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
7 ოქტომბერს, პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით, დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა