logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძე: გვსურს, ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანოთ ეს არჩევნები იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფლად ჰქონდეს არჩევანის გამოხატვის შესაძლებლობა
გივი მიქანაძე: გვსურს, ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანოთ ეს არჩევნები იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფლად ჰქონდეს არჩევანის გამოხატვის შესაძლებლობა
15:14 13.10.2020

თუკი რომელიმე პარტიის ინტერესებშია, რომ არჩევნები მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს, მაქსიმალურად გამჭვირვალედ და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებით, ეს არის სწორედ ჩვენი გუნდის - „ქართული ოცნების“ ინტერესებში, -განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ ტვ “რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი მიზანია პიროვნებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმართვა, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რომელიც ადამიანს მისცემს თავისი არჩევანის თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობას.
„სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ჩვენ არაერთ ნაბიჯს. რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა ჩვენს მომხრეს, ყველა აქტივისტს, რომ პროვოკაციებს არ ავყვეთ, რომელიც უკვე დაიგეგმა. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ ასეთ პროვოკაციას ჩვენი მომხრეები აყვნენ. თერთმეტივე ფაქტი, რომელიც ძალადობასთან მიმართებაშია დაფიქსირებული, აშკარად ჩანს ანგარიშებში, რომ ყველა საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უკვე დამდგარია. რიგ ინციდენტებში მრავალი ადამიანი იყო ჩართული. ამ ფაქტებს დამატებითი შესწავლა სჭირდება. ძალიან მცირე დრო არის გასული და სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ თუკი ვინმეს ბრალეულობა არის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარის წარმომადგენელია, ის უნდა დაისაჯოს, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. ყურადღებით შევხედოთ, სად მოხდა ეს ინციდენტი - მმართველი პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ძალიან უხეში ფორმით ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა სიტყვიერი შერაცხყოფა გამოხატეს. ჩვენმა რამდენიმე მხარდამჭერმა თავი ვერ შეიკავა, პროვოკაციას აჰყვა. სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ ყველა კონკრეტულ შემთხვევას, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო „ლელოს“ აქტივისტის თუ წევრის (ეს დასადგენია) მხრიდან რამდენიმე დღის წინ ჩვენი გუნდის წვერ, სავალან მირზოევზე განხორციელებული ისეთი მუქარა, რომელიც პირდაპირ მისი სიცოცხლის ხელყოფასთან იყო დაკავშირებული და, სამწუხაროდ, აქ ვხვდებით გარკვეულწილად ორმაგ სტანდარტებს. ჩვენი მხარდამჭერის ან ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან ამის მეათასედი მუქარა რომ გაჟღერებულიყო, ალბათ, მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმებოდა, ერთიანად შემოგვიტევდა, რომ აი, ნახეთ, ეს რა ხდება და როგორ გვიტევს მმართველი ძალა. არათუ ამ საკითხის იგნორირებას აქვს ადგილი გარკვეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან , არამედ რიგ შემთხვევებში გავხდით მოწმე იმ ფაქტისა, რომ გარკვეული გამართლებაც კი იყო ამ მუქარასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკვირდებით ასეთ ფაქტებს, რადგან ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ემიჯნება ძალადობას და გვსურს, მშვიდობიანად მივიყვანოთ ეს არჩევნები ბოლომდე იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფლად ჰქონდეს არჩევანის გამოხატვის შესაძლებლობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა