logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ჩვენი პარტია და მისი წევრები, კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ვემზადებით
კახა კალაძე: ჩვენი პარტია და მისი წევრები, კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ვემზადებით
12:53 13.10.2020


პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ასპინძაში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატ, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოვიდა.
კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დღეს, თქვენ წინაშე, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ჩვენი კულტურის გამორჩეულ ადგილას, ვარძიის უნიკალურ და ულამაზეს, ისტორიით სავსე, კლდეში ნაკვეთ ქალაქთან ვიმყოფები.
ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“ დღეს ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს. ჩვენი პარტია და მისი წევრები, ერთგული მებრძოლები და მხარდამჭერები კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ვემზადებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჩვენი ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება.
ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი მზრუნველ, ეფექტურ ხელისუფლებასა და მოძალადე, ავტორიტარულ სახელმწიფოს შორის, არჩევანი უნდა გააკეთოს ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას თუ მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის ხელმისაწვდომ საჯარო სიკეთეებს შორის, თავისუფალ მეწარმეობასა და დატერორებულ, დარეკეტებულ ბიზნესს შორის, ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტსა და წამებას შორის, არჩევანი უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალასა და ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ, კრიმინალურ ძალებს შორის.

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა, ძალა, რომლისთვისაც მთავარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული და ყოველთვის ვაკეთებთ შედარებებს, რა იყო , რა მდგომარეობა იყო და სად ვართ დღეს. ასევე, ჩვენ ვსაუბრობთ თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყანა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები, გამოწვევები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ჩვენი ერთად დგომა და ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი შესაძლებელია.
ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, ყოველდღიური წინგადადგმული ნაბიჯებით უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი წარმატების ისტორიები იმისთვის, რომ გავაძლიეროთ სოფლები, ქალაქები და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის !“ , - განაცხადა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა