logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროგრამა და ეს გამოგვარჩევს სხვა პარტიებისგან
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროგრამა და ეს გამოგვარჩევს სხვა პარტიებისგან
21:51 12.10.2020
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნაი, ირაკლი კობახიძე ახალციხეში, ადიგენის, ახალციხის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიხარია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით გამორჩეულ ქალაქში, გამორჩეულ რეგიონში , რომელსაც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული გენის განვითარებაში, საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასა და დამკვიდრებაში.

ეს არის რეგიონი, სადაც ცხოვრობენ გამორჩეულად მებრძოლი და მშრომელი ადამიანები. შესაბამისად, ამ რეგიონს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და ეს მხარდაჭერა, ეს ყურადღება კონკრეტულ ქმედებაში უნდა გამოიხატოს იმისათვის, რომ რეგიონი იყოს კიდევ უფრო მეტად განვითარებული , ვიდრე არის დღეს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროგრამა და ეს გამოგვარჩევს სხვა პოლიტიკური პარტიებისგან. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის განვითარებას, თითოეული რეგიონის და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას.

გასული წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ წინ წაწეულიყო როგორც ქვეყანა, ასევე თითოეული რეგიონი ინფრასტრუქტურის კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით თუ ტურიზმის თვალსაზრისით.

ყველას გვესმის, ბევრად მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიხილოთ ძლიერი ქალაქები, ძლიერი რეგიონები და ამისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება. ამის გარანტია პირველ რიგში ძლიერი გუნდია, რომელიც ჩვენ გამოგვარჩევს ამ არჩევნებში . ჩვენ ვართ წარმოდგენილი ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდით და ამ სიის სათავეში დგას მთავრობის მეთაური, პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, პანდემიის დროს მთელს მსოფლიოს აჩვენა მართვის საუკეთესო მაგალითი და რა თქმა უნდა, ის არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ მთავრობა ძალიან მალე შეძლებს იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც პანდემიიდან გამომდინარეობს და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რაც მთავარია სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას იმიტომ, რომ პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას აწუხებს ეკონომიკური და სოციალური საკითხები.

ამ კუთხით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა , ძალიან მკაფიო პროგრამა და სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ ასევე წარვადგინეთ ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდი როგორც გამოცდილი წევრებით, ასევე ახალი სახეებით და ესეც არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ჩვენ გვექნება ბევრად უფრო ძლიერი პარლამენტი , ვიდრე იყო თუნდაც გასული 4 წლის განმავლობაში და ჩვენ გვეყოლება ძალიან ძლიერი მაჟორიტარი თქვენი რეგიონიდან , რომელიც იქნება საუკეთესო შუამავალი რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ეს არის სწორედ მაჟორიტარის მთავარი ფუნქცია.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ანტონ ობოლაშვილის ძალისხმევით უამრავი საკითხი მოგვარდება, რომელიც აწუხებს ამ რეგიონს და რეგიონის მოსახლეობას. შესაბამისად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის , რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება. მთავარია, ჩვენი სრული მობილიზაცია, თითოეული ჩვენგანის აქტიურობა იმისათვის , რომ 31 ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება" - განაცხადა კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა