logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე ადიგენის მოსახლეობას მიმართავს: დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს ერთად გადავლახავთ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია
კახა კალაძე ადიგენის მოსახლეობას მიმართავს: დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს ერთად გადავლახავთ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია
18:00 12.10.2020


პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ადიგენში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოვიდა.
კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან მიხარია, რომ დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმყოფები და “ქართული ოცნების” ერთიანი გუნდი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატს წარმოგიდგენთ.
როდესაც ჩვენ ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით, არ შემიძლია, არ ვისაუბრო აბასთუმანზე, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერითა და სახელმწიფოს ძალისხმევით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ცენტრი კეთდება.
“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, თქვენთან ერთად, ერთობლივი ბრძოლით მოვიდა, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ და ქვეყნის განვითარება დავიწყეთ, სწორ რელსებზე დავაყენეთ.
ადიგენის მუნიციპალიტეტი, კონკრეტულად კი აბასთუმანი, წლების მანძილზე მიტოვებული იყო და ყურადღება არ ექცეოდა, თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, დაინერგა და ამოქმედდა უამრავი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებსა და გამოწვევებზეა მორგებული.
თუმცა, ამასთან ერთად, რეგიონში გარდამტეხ მომენტად იქცა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, აბასთუმანს აღორძინებასთან დაკავშირებით. მისი ინიციატივით, დაბა აბასთუმანში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მიმდინარეობს კულტურულ-ისტორიული ძეგლების აღდგენა, მათ შორის რომანოვების სასახლის და რაც მთავარია, ბოლო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციები, რომელიც თავისი არსით ასევე საქველმოქმედოა, რეგიონს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს და საინტერესოს გახდის.
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ერთი მხრივ, აზღვევს და ეხმარება სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორისა და ბიზნესისთვის ყინულმჭრელის როლს ასრულებს, რაც რეგიონში დამატებითი ინვესტიციების შემოსვლასა და დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს. რეგიონისა და თითოეული ოჯახის ეკონომიკურად გაძლიერებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი საკითხია ეკოლოგია, რისთვისაც ასევე ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, უახლოეს მომავალში, ელექტრომობილების შემოყვანა იგეგმება და აბასთუმანს ტერიტორიაზე მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი გადაადგილდება, რათა უნიკალური ბუნება და ჯანსაღი გარემო მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.
დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს ერთად გადავლახავთ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ , - განაცხადა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა