logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: ჩემთვის დიდი პატივია მშრომელი, პატრიოტი, საკუთარ ქალაქსა და კუთხეზე შეყვარებული ხალხის წინაშე წარვსდგე
კახა კალაძე: ჩემთვის დიდი პატივია მშრომელი, პატრიოტი, საკუთარ ქალაქსა და კუთხეზე შეყვარებული ხალხის წინაშე წარვსდგე
17:17 12.10.2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ახალციხეში, ადიგენის, ახალციხის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.
კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემთვის დიდი პატივია მშრომელი, პატრიოტი, საკუთარ ქალაქსა და კუთხეზე შეყვარებული ხალხის წინაშე წარვსდგე ამ ქალაქში, რომელიც ისტორიული სამცხის ცენტრი და სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მარგალიტია.
აქ არსებული ციხის კედლები უამრავ საგმირო საქმეს, ვაჟკაცობის, სიყვარულისა და საკუთარი სამშობლოსთვის თავგანწირვის ძალიან ბევრ ისტორიას ინახავს. ამ ადგილებში ადამიანი ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანაში სახლობდა, თქვენი ქალაქი კი საუკუნეების მანძილზე საქართველოსთვის უდიდესი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მნიშვნელობის ცენტრს წარმოადგენდა.
ახალციხე განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია, რის განმაპირობებელიც საკუთარი სამშობლოს სიყვარული და მასზე ზრუნვაა. დღესაც გვხვდება ამ ქალაქში ისტორიული მეჩეთი, სინაგოგა, თუ ეკლესია, რომელიც ამ ქალაქს ალამაზებს და გასაკუთრებულ ხიბლს, ისტორიულ და კულტურულ დანიშნულებას სძენს.
რა თქმა უნდა, უდიდეს ისტორიულ ღირებულებასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადგილები უნიკალური მინერალური და სამკურნალო წყლებით არის ცნობილი, რომელიც გამორჩეულ ბალნეოლოგიურ კურორტს ქმნის, რომლის არ გამოყენებაც კატეგორიულად მიუღებელია. ამ მიმართულებით 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა. განვლილი 8 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ სოციალური პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
ახალციხეში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისთვის უამრავი პროგრამა მოქმედებს, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის უნიკალური თანამშრომლობის მაგალითს, განვითარებულ ბიზნესსა და წარმოებას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მუნიციპალიტეტში დამატებით შემოსავლებს ქმნის.
რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, ბევრი პრობლემაა, გამოწვევები, რომელსაც სჭირდება 24-საათიანი მუშაობა. ამ ყველაფერს მხოლოდ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ვერ გააკეთებს. აქაც მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა.
ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური მუშაობითა და ქმედებებით უნდა შევქმნათ პატარ-პატარა წარმატების ისტორიები.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - განაცხადა კახა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა