logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: 31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გაიმარჯვებთ, ამ ყველაფერში თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია
კახა კალაძე: 31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გაიმარჯვებთ, ამ ყველაფერში თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია
15:45 12.10.2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ბორჯომში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოვიდა.
კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები ამ მშვენიერ ქალაქში, მშვენიერ მხარეში, ბორჯომში, რომლის ბუნება და ბუნებრივი რესურსები მთელ მსოფლიოშია განთქმული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი კუთხე, ქალაქი, ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ ყოველდღიურობისთვის, იმ საქმიანობისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.
“ქართული ოცნების” ერთიანი გუნდი, თქვენთან ერთად, კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება, რათა მომავალ წლებში, განახლებული ენერგიით, ახალი ძალებითა და შემართებით, საქართველოს წარმატებისთვის ვიზრუნოთ.
ჩვენმა სამშობლომ რთული პერიოდები გამოიარა, თუმცა 2012 წლის გამარჯვების შემდეგ, რომლის შემოქმედიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია, ქვეყანაში მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგურა. ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ქვეყანა ყველაზე მეტად დაუახლოვდა დასავლეთს და დასავლურ სტრუქტურებს, ყველაზე მეტად არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ყველაზე მეტად არის შექმნილი პირობა, რომ თითოეული ოჯახი ეკონომიკურად გაძლიერდეს. დღეს, მოქალაქე სახელმწიფოს დამსჯელი მექანიზმის ნაცვლად, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო, პარტნიორად, დამხმარედ და საკუთარ ნაწილად აღიქვამს და განიხილავს.
დღეს, თითოეული ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და უკლებლივ ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს გვერდში დგომითა თუ საკუთარი ძალებით ახალი საქმე, ახალი ბიზნესი წამოიწყოს, გააძლიეროს რეგიონი, ადგილობრივები დაასაქმოს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. დღეს, ბიზნესი თავისუფალია და მას სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვს, რაც უფრო მეტ მოტივირებულ ადამიანს, მეტ ინვესტიციას და მეტ დასაქმებულს ნიშნავს.
ბორჯომში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ბევრი ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა ეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით იმ კრიზისულ ფონზე, რაც კორონავირუსმა გამოიწვია. "ქართული ოცნების” ერთიანი და ეფექტური გუნდი, მზად არის, ყველა გამოწვევას თქვენთან ერთად გაუმკლავდეს.
ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში ამ მიმართულებით რამდენად მძიმე ვითარებაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.
ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, რათა მოვახერხოთ გამოწვევებისა და პრობლემებისთვის ღირსეული პასუხის გაცემა, რაც თქვენს მუნიციპალიტეტში და ზოგადად ქვეყანაში არსებობს.
31 ოქტომბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმოდგენილი ჩვენი გუნდი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია, აუცილებლად გაიმარჯვებს და ამ ყველაფერში თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ , -განაცხადა კახა კალაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა