logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში - ვუერთდები ბიძინა ივანიშვილს სიტყვებს, რომ ქვეყანას ძალადობა არ სჭირდება
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში - ვუერთდები ბიძინა ივანიშვილს სიტყვებს, რომ ქვეყანას ძალადობა არ სჭირდება
00:10 11.10.2020
„ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში და მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, კიდევ ერთხელ, შევუერთდე პარტიის თავმჯდომარის სიტყვებს, როდესაც მან ბრძანა, რომ ქვეყანას ძალადობა, პროვოკაციები არ სჭირდება - ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ თავისუფალი, მაღალი სტანდარტების არჩევნები ჩავატაროთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მესტიაში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ სვანეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კუთხის მნიშვნელობასა და გამორჩეულობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რეგიონი ქვეყნის განძსაცავია. მისი თქმით, სვანეთის განვითარება უნდა გაგრძელდეს.

„ეს უნიკალური კულტურა აგრძელებს თავის არსებობას, ის ცოცხალია და დღემდე ათი ათასობით სტუმარს, ქართველსა თუ უცხოელს აოცებს. ჩვენ ამ ყველაფერს, მომავალშიც ღირსეულად უნდა მოვუაროთ და უნდა განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება, სვანეთის განვითარება, სადაც უნდა შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი შესაძლებლობები ადამიანებისთვის ბიზნესის, განათლების სფეროში, მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ პროცესში, მივცეთ მათ თავისი საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალება და დასაქმების შესაძლებლობა. ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ამისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა დაუდასტურა. არჩილ თალაკვაძის თქმით, გოჩა ენუქიძე კეთილსინდისიერი პატრიოტი ადამიანია, რომელიც არჩევნებში პირნათელი და ოპტიმისტური გეგმებით იღებს მონაწილეობას.

„მოხარული ვართ, რომ თქვენი კუთხის წარმატებული და ღირსეული შვილები რჩებიან და მომავალშიც აგრძელებენ ჩვენს სახელისუფლებლო გუნდში მუშაობას, მინდა, მადლობა გადავუხადო თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს და არაერთ ადამიანს თვითმმართველობაში, ცენტრალურ ხელისუფლებაში, საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ექიმებს, სხვა პროფესიის ხალხს, ვინც ასე წარმატებით და აქტიურად მუშაობდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და თავისი სვანეთისთვის“,- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ კეთილსინდისიერ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვებს. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს.

„ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ეს 54 %-დან 64 %-მდე არის სხვადასხვა რეგიონში. ამიტომ, როდესაც მომავალზე ხარ ორიენტირებული, როდესაც საზოგადოება შენს გვერდით არის, გაქვს ხედვა, ქვეყნის განვითარების გეგმა, დღეს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები გვჭირდება, ამიტომ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, რომ ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფლად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა