logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ
ირაკლი კობახიძე: 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ
17:02 09.10.2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე  ლენტეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და მოგმართოთ თქვენ - ძალიან ღირსეული და ულამაზესი კუთხის შვილებს. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული პრიორიტეტია მაღალმთიანი რეგიონების განვითარება.

ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მაღალმთიან რეგიონებს განსაკუთრებული ზრუნვა, სახელმწიფოსგან განსაკუთრებული თანადგომა და მხარდაჭერა ესაჭიროება.

ეს კარგად გაიაზრა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი, კანონი მთის შესახებ, რითაც დადგინდა ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგიები და შეღავათები, რომელიც აუმჯობესებს ადამიანების სოციალურ მდგომარეობას, ქმნის უკეთეს შესაძლებლობებს იმისათვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში.

თუმცა გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ მარალმთიან რეგიონებში და მათ შორის ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადამიანების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. ბუნებრივია, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

„ქართული ოცნება“ გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს მომდევნო ოთხი წლის, ქვეყნის განვითარებისთვის კარგად გააზრებული ხედვა და სწორედ ამ გეგმას გავყვებით ჩვენ, როდესაც ვიზრუნებთ ლენტეხის შემდგომ განვითარებაზე.

გარდა ამისა, გამოვირჩევით იმით, რომ გვყავს ძალიან ძლიერი, ახალი საპარლამენტო გუნდი, რომლის სიის სათავეში დგას პრემიერი გიორგი გახარია და რომელშიც წარმოდგენილნი არიან როგორც ჩვენი საპარლამეტო გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე ახალი სახეები. ეს გუნდი ძალიან ბევრს გააკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად ქვეყანა და თითოეული მუნიციპალიტეტი წასწიოს წინ, წინ წასწიოს ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. გუშინდელმა დღემ, საფეხბურთო წარმატებამ გვაჩვენა ის, რომ სადაც ვდგავართ ერთად და სადაც არის შემართება, იქ აუცილებლად არის გამარჯვება. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ"-განაცხადა კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა