logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კუჭავა გარეჯზე: ის რუკა, რომელიც ზუსტად ადასტურებდა, რომ ეს ტერიტორია ჩვენია, ოთახში იმალებოდა
კახა კუჭავა გარეჯზე: ის რუკა, რომელიც ზუსტად ადასტურებდა, რომ ეს ტერიტორია ჩვენია, ოთახში იმალებოდა
15:15 09.10.2020
„გამოძიების შედეგად აღმოჩენილია რუკები, რომლებიც ზუსტად იმ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის ზუსტი საზღვარი უნდა განსაზღვროს. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ამ რუკით უნდა ეხელმძღვანელა ყველას და ეს რუკა ცალსახად არის საქართველოს სასარგებლოდ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ, გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევდნენ და ის რუკა, რომელიც ადასტურებდა, რომ კომპლექსი საქართველოს ტერიტორიას განეკუთვნება, ოთახში იყო შენახული.

„ჩვენ ვსაუბრობთ წლების განმავლობაში მიმდინარე კომისიის მუშაობაზე, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი უნდა დაადგინოს და კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია იმაზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს თუ აზერბაიჯანის ტერიტორიას მიეკუთვნება. გამოძიების შედეგად აღმოჩენილია რუკები, რომლებიც ზუსტად იმ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის ზუსტი საზღვარი უნდა განსაზღვროს. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ამ რუკით უნდა ეხელმძღვანელა ყველას და ეს რუკა ცალსახად არის საქართველოს სასარგებლოდ. ფაქტია, რომ ამ რუკის მიხედვით, ეს ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს. აღმოჩნდა, რომ ეს რუკა ინახებოდა ოთახში და კომისიის წევრები ამით არ სარგებლობდნენ. ეს დოკუმენტაცია აზერბაიჯანის მხარეს გადაეცა, რომელმაც ის უნდა შეისწავლოს, რაც შემდგომ საფუძვლად დაედება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესს, რომელიც ამ რუკის შესაბამისად, ნამდვილად საქართველოს სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილი. მარტივი კითხვა მაქვს: როდესაც საუბარია ქართული მიწის დაცვაზე და კონკრეტული ფაქტები/რუკები აღმოჩნდა, რომლებიც საშუალებას გაძლევს, შენს სასარგებლოდ გადაწყდეს ესა თუ ის დავა, ის რომ წინასაარჩევნო პერიოდია, ამიტომ არ უნდა გამოვიტანოთ? ვსაუბრობთ საქართველოს ტერიტორიებზე, ჩვენ მიწა-წყალზე და უმნიშვნელოვანეს კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენი ერისთვის ძალიან დიდი სიწმინდის მატარებელია. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები განცხადებებსაც კი აკეთებდნენ, რომ გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და რა ვქნათ?! და ის რუკა, რომელიც ზუსტად ადასტურებდა, რომ ჩვენია ეს ტერიტორია, ოთახში იმალებოდა. ნებისმიერ ქართველს, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამოდის, როგორ შეიძლება, არ ადარდებდეს ეს საკითხი? ჩვენ აზერბაიჯანის მხარეს გადავეცით ინფორმაცია და ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც გაგრძელდება. სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის მხრიდან იმის მოსმენა, რომ ისინი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ჩვენ მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრობას ამით არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ, როდესაც შიგნიდან ცდილობენ ამით სპეკულირებას, ეს უკვე ანტისახელმწიფოებრივია და ყველას მოვუწოდებ, შიდა გამოძიება, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა