logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ქართული მიწების სავარაუდო გასხვისებაზე: გაუგებარია, რატომ შეიძლება აწყობდეს ოპოზიციას ამ საკითხის პოლიტიზება, თუ ისინი ამ საკითხის მიჩქმალვას არ ცდილობენ
ირაკლი კობახიძე ქართული მიწების სავარაუდო გასხვისებაზე: გაუგებარია, რატომ შეიძლება აწყობდეს ოპოზიციას ამ საკითხის პოლიტიზება, თუ ისინი ამ საკითხის მიჩქმალვას არ ცდილობენ
15:13 09.10.2020
ეს არის გამორჩეულად მძიმე მოვლენა, რადგან საქმე ეხება ქართული მიწის სავარაუდო გასხვისებას. აღარაფერი გვიკვირს წინა ხელისუფლებისგან - უამრავი ისეთი რამ აქვთ ჩადენილი, რომ ეს შეიძლება განგვეხილა, როგორც მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ფაქტი, თუმცა თავისი მნიშვნელობით ეს არის გამორჩეულად მძიმე მოვლენა, გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება ქართული მიწის სავარაუდო (უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია) გასხვისებას და, გარდა ამისა, საქმე ეხება დავით გარეჯს, რაც ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ “ იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, საქართველოში ეროვნული მოძრაობა, თავიდან, სწორედ დავით გარეჯის თემის გარშემო დაიწყო.

„ბუნებრივია, განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ამ საკითხის მიმართ და უფრო მძაფრად აღვიქვამთ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზეც დღეს პროკურატურა საუბრობდა. რაც შეეხება იმას, თუ ვისი ბრალეულობა შეიძლება გამოიკვეთოს, ამ ეტაპზე მხოლოდ ეჭვებით შეიძლება საუბარი, თუმცა, ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ასეთ მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე და საკითხი ასეთი მგრძნობიარეა, საეჭვოა, რომ თემები წყდებოდეს დაბალ დონეზე - სამინისტროების თანამშრომლების დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მალე მოეფინოს ნათელი ყველაფერს და გაცხადდეს ყველა გარემოება, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან. წინა ხელისუფლების ლიდერების რეაქცია ამ თემასთან დაკავშირებით , საქმეში მათი ჩართულობის თაობაზე ეჭვებს ამძაფრებს. არ იყო მიზანშეწონილი ამ საკითხის პოლიტიზება, რაზეც მაქსიმალურად ვიკავებდით თავს. ჩვენი მოწოდება იყო, რომ დავლოდებოდით სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას, თუმცა პოლიტიზება სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მოხდა. მიხეილ საკაშვილის პირველი განცხადება ჟღერდა, როგორც დანაშაულის ერთგვარი აღიარება - ის პირდაპირ გადავიდა ციფრების დასახელებაზე, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები. მათი დღევანდელი რეაქციაც არის დამატებითი ეჭვების წარმოშობის საფუძველი. გაუგებარია, რატომ შეიძლება აწყობდეს ოპოზიციას ამ საკითხის პოლიტიზება, თუ მათ პირდაპირი პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ და არ ცდილობენ სხვადასხვა სახით ამ საკითხის მიჩქმალვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პროკურატურის ინფორმაციაში საკმაოდ დეტალურად იყო აღწერილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია აღნიშნულ საქმესთან.

„ეს გარემოებები ბადებს ძალიან მძიმე განცდას, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულთან - გამოიყენეს არა ის რუკა, რომელიც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და რომელთან დაკავშირებითაც, თავის დროზე, პრეზიდენტებს შორის შეთანხმება იყო მიღწეული, არამედ იგი ჩაანაცვლეს სხვა, არალეგიტიმური რუკით და მოხდა საზღვრის განსხვავებულად გავლება, რაც არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა