logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გოჩა ლორთქიფანიძე ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელ ასუნსიონ სანჩესს შეხვდა
გოჩა ლორთქიფანიძე ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელ ასუნსიონ სანჩესს შეხვდა
14:46 08.10.2020
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, გოჩა ლორთქიფანიძე, ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელ ასუნსიონ სანჩესს, ასევე, ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთისა და ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ფორმატსა და პრინციპებზე ისაუბრა. მან, ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელსა და საელჩოს წარმომადგენლებს, კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

უწყებათაშორისი კომისიის მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი, სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა და უზრუნველყოფაა.

კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში, კომისია შეისწავლის, როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეს კომისია წარმოადგენს პლატფორმას, სადაც უწყებებთან ერთად ნებისმიერი საკითხი განიხილება, რომელიც შეეხება საჯარო მოხელეების საარჩევნო პროცესებში არამართლზომიერ ჩარევას. კომისიის მანდატი არამართლზომიერი ჩარევების წინააღმდეგ რეაგირებასა და პრევენციას ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა აქტიურად არის გამოყენებული. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ემსახურება იმას, რომ ამ არჩევნებზე იყოს თანასწორუფლებიანი გარემო, სადაც ნებისმიერ ამომრჩეველს საშუალება ექნება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა თუ სუბიექტს შორის“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრაზე.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს, ასევე, გააცნო დღეს გამართული კომისიის სხდომის მიერ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეების მიმართ გაცემული რეკომენდაციები:

- თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისგან, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;

- საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მაქსიმალურად გაემიჯნონ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს, ისე, თუნდაც, აღქმა არ დარჩეს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ მოქმედებენ;

- მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ შეხვედრებში მონაწილეობისა და ძალადობისგან.

ასევე, კომისია რეკომენდაციით მიმართავს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს:

- გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა მხარდამჭერებმა, განსაკუთრებით კი, საჯარო მოსამსახურეებმა, თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთებისა თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე, თუნდაც, სიტყვიერი დაპირისპირება და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი;

- გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ მხარდამჭერებს, განსაკუთრებით, საჯარო მოსამსახურეებს, კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 2020 წლის არჩევნები თანასწორუფლებიან გარემოში გაიმართება, სადაც ნებისმიერ ამომრჩეველს საშუალება ექნება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა თუ სუბიექტს შორის.

ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელმა, ასუნსიონ სანჩესმა, გოჩა ლორთქიფანიძეს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს ქვეყანაში არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა