logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა
ცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა
22:09 07.10.2020
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი მედიის მონიტორინგს ახორციელებს, რომლის მიზანია, გამოკვეთოს რა ტიპის ყალბი ამბები თუდეზინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო პროცესებთან მიმართებით.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობას დღეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე გაეცნენ.მათ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრესდა აღინიშნა, რომ საარჩევნო პერიოდში, როდესაც გამორჩეულად მაღალია ინტერესი საარჩევნო პროცესების მიმართ, აუცილებელია გავრცელებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ანალიზი.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცესკოში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გაიხსნა.

„ჩვენ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან - IFES-სთან და USAID-თან ერთად გავხსენით ინფორმაციის დაცულობის ცენტრი. ამ ცენტრში იმუშავებენ ახალგაზრდები, რომლებიც დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ ყველა ინფორმაციას, რაც არჩევნებს უკავშირდება, იქნება ეს დეზინფორმაცია, თუ ყალბი, დაუზუსტებელი ან არასწორი. ამ მონაცემების ანალიზის მიზანია, რომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარე, და პირველ რიგში ამომრჩევლები, ზუსტად და სწორად იყვნენ ინფორმირებული არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების თაობაზე“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულებისას.

როგორც USAID-ის დემოკრატიული მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა განაცხადა, ინფორმაციის სანდოობა უნდა იყოს დაცული, ვინაიდან არიან წყაროები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას. „ძალიან კმაყოფილი ვარ ცესკოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრით, რადგან ისინი ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ მნიშვნელოვან ინიციატივას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცენტრი საზოგადოებასთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს, ასევე ამომრჩეველთა სწორ ინფორმირებას და რა თქმა უნდა, გაზრდის ქართველი ამომრჩევლების მოტივაციას არჩევნებში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა ადამ შმიდტმა.

ცენტრი პირველი ოქტომბრიდან ამუშავდა და მონიტორინგს საარჩევნო პერიოდში განახორციელებს. მათ მიერ მომზადდება როგორც შუალედური, ისე დასკვნითი ანალიზი და მონიტორინგის მიგნებების საბოლოო ანგარიში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა