logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: როდესაც ვაი ექსპერტები ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ, სრულიად მიუღებელია
გიორგი გახარია: როდესაც ვაი ექსპერტები ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ, სრულიად მიუღებელია
14:00 07.10.2020
როდესაც ვაი ექსპერტები, თავის თავში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ, სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საწოლფონდებისთვის 48 მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით განაცხადა

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში საწოლ ფონდების დეფიციტი არ არსებობს და 5000 საწოლი ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში ახალ წლამდე რეზერვი ჰქონდეს.

„ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნა, ერთი საწოლი, ჯდება დაახლოებით 80 000 დოლარიდან 120 000 დოლარამდე. არ ვგულისხმობ რეანიმაციას. ქვეყანაში რომ 5 000 საწოლი ადგილი შეიქმნას, ამას სჭირდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ადამიანები რაღაცას რომ ლაპარაკობენ, ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის - ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ ან ელემენტარულ არითმეტიკას მიჰყევით.

ქვეყანაში საწოლ ფონდების დეფიციტი არ არსებობს. მეორე - 5 000 დღეს გამოვაცხადეთ იმისთვის, რომ მუდმივ მზაობაში გვქონდეს 5000 საწოლი ადგილი ახალ წლამდე. ამ ტენდერში სახელმწიფო საავადმყოფოებიც იქნება - ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის კლინიკა და სხვები. 5000 საწოლი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაოდენობა რომ გაიზრდება, ახალ წლამდე დარეზერვებული გვქონდეს. ეს ნიშნავს იმსა, რომ ეს ადგილები იქნება სახელმწიფოს განკარგულებაში კოვიდისთვის და ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა კლინიკამ ეს უნდა გაათავისუფლოს და ტავისუფალი უნდა ჰქონდეს ახალ წლამდე. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით 5000 ადგილზე მოგვიწევს გამოცხადება, შემდეგ შეიძლება უფრო ნაკლებზე. ეს არის მუდმივი პროცესი და როდესაც ადამიანები, ვაი ექსპერტები, თავის თავში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ, გადაფარონ, შეაზავონ - თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ. ეს სრულიად მიუღებელია. ეს არის გლობალური პანდემია. ეს ხომ არ არის საქართველოს პრობლემა. როდესაც არის გლობალური გამოწვევა, იმის მაგივრად, რომ შენი რჩევით, ცოდნით, რესურსით მიეხმარო ქვეყანას, მთავრობას კი არა, ქვეყანას, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს, ამის მაგივრად ამის კონვერტირება პოლიტიკურ აქტივში, იმიტომ, რომ სამი კვირის შემდეგ არჩევნებია და შენ გინდა, რომ რომელიღაც დონის დეპუტატი გახდე - ამორალურია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა