logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - შესრულების თაობაზე უმაღლესი კომისრის ანგარიში განიხილეს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - შესრულების თაობაზე უმაღლესი კომისრის ანგარიში განიხილეს
17:57 06.10.2020
ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - შესრულების თაობაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ეხება.

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს გააცნო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება. მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად COVID-19 პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს დესტაბილიზაციურ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვის უკანონო პროცესის ინტენსიფიკაციითა და ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით. აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „გადასასვლელების“ ჩაკეტვამ და სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ, გამოიწვია ადგილზე მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი. შედეგად, გასული წლის სექტემბერში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვიდან დღემდე 15 ქართველი გარდაიცვალა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე - გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულებელყოფას.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მოგვარების პროცესს და აფერხებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას. მან რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ამასთანავე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველესად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვების აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მომზადებულ იქნა 2020 წლის 22 ივნისს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის (თანამშრომლობა საქართველოსთან) საფუძველზე.

სამწუხაროდ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს, გასული წლების მსგავსად, კვლავაც არ მიეცათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, უმაღლესი კომისრის ოფისი ანგარიშში მოუწოდებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას უმაღლესი კომისრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები აღნიშნულ ტერიტორიებზე.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მოლდოვას, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებმა.

დელეგაციები მიესალმნენ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს, ასევე დადებითი შეფასება მისცეს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ამასთანავე, დელეგაციებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში, ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით, არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, რაც COVID-19 პანდემიის პირობებში კიდევ უფრო სავალალო გახდა, ბორდერიზაციის მიმდინარე პროცესზე, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვასა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში “სიკვდილის დასჯის შემოღებაზე”. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ხსენებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროება და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა. დელეგაციებმა გამოხატეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა