logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
17:35 06.10.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ რთული პერიოდის მიუხედავად, წარმატებით ჩატარდა უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე რაუნდი, რაც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მაღალი დონის პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

გიორგი გახარიამ დიდ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს დიდი ბრიტანეთის უმნიშვნელოვანეს როლს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრაზე აღინიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ახალ როლს შავი ზღვის ფართო რეგიონში.

საუბრისას, ყურადღება დაეთმო საჯარო სამსახურის რეფორმას და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა