პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ აღნიშნული პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მღვდელაძემ შეხვედრაზე „ახალი მემარჯვენეების“ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ყურადღება უმუშევრობაზე, განათლების შესაძლებლობასა და სოციალური საკითხების მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ხედვებსა და მიზნებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

















