logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: მხოლოდ კახეთის რეგიონში უკვე ჩაბარებულია 250 მილიონ ლარზე მეტი ყურძენი - ეს ის ფულია, რომელიც თითოეული ქართველი ფერმერისა და თითოეული კახელი მევენახის ოჯახში შევიდა
გიორგი გახარია: მხოლოდ კახეთის რეგიონში უკვე ჩაბარებულია 250 მილიონ ლარზე მეტი ყურძენი - ეს ის ფულია, რომელიც თითოეული ქართველი ფერმერისა და თითოეული კახელი მევენახის ოჯახში შევიდა
16:40 04.10.2020
„წელს, რთველის განმავლობაში, უკვე, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ჩაბარებულია 250 მილიონ ლარზე მეტი ყურძენი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სიღნაღში, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ის ფულია, რომელიც თითოეული ქართველი ფერმერის და თითოეული კახელი მევენახის ოჯახში შევიდა.

„დღეს, დიდი პატივია, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და ჩვენი მომავალი 4 წლის გეგმებზე საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი იწყება დღეს აქ, ქიზიყში, სიღნაღში, სადაც იწყება რთველი და წელს, რთველი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. მარტო სიღნაღის რაიონმა, უკვე 20 000 ტონა ყურძენი დააბინავა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში, ასეთი მოცულობის რთველი და ყურძენი, სიღნაღის რაიონს არ ჩაუბარებია. გარდა ამისა, ყველას კარგად გახსოვთ, რომ 2013 წელს, მთელ საქართველოში, 50 000 ტონა ყურძენი იკრიფებოდა, წელს, ჩვენ უკვე ველოდებით 300 000-მდე, 280 000-მდე უკვე აშკარად გვექნება. 6-ჯერ გაზრდილი ყურძნის მოსავალი, რაც ნიშნავს ახალ ვენახებს, ახალ ფერმერებს, ოჯახებში შესულ დამატებით შემოსავალს. წელს, რთველის განმავლობაში, უკვე, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ჩაბარებული არის 250 მილიონ ლარზე მეტი ყურძენი. ეს ის ფულია, რომელიც თითოეული ქართველი ფერმერის და თითოეული კახელი მევენახის ოჯახში შევიდა. ზოგჯერ, ხანდახან, ვიღაცას კითხვის ნიშანი უჩნდებოდა ხოლმე, რომ საერთოდ რად გვინდა სოფლის მეურნეობაო, სოფლის მეურნეობას არ დავეხმაროთო. რთველი სანამ დაიწყებოდა, შესანიშნავი მოსავალი იყო ატმის, რომელიც ასევე წარმატებით ჩაბარდა. წელს, შიდა ქართლში მიდის უკვე ვაშლის აღება, სამეგრელოში გრძელდება თხილის აღება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის და სახელმწიფო, თითოეულ ადამიანს, ჩვენს მოქალაქეს გვერდით უდგას იმიტომ, რომ სოფლად გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი, ისეთი, რომელიც შეძლებს, ჯერ თავისი ოჯახის წევრები დაასაქმოს, შემდეგ მეზობელი და კიდევ უფრო გაამყაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.

„რა თქმა უნდა, სიღნაღში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, დღეს, პანდემიის გამო, ტურიზმის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ყველას დაგვეტყო, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს ეს გასაგებად, როგორც არ უნდა ცვლიდეს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, რასაც ექიმები გვირჩევენ, ცოტა ხანი კიდევ უნდა მოვითმინოთ და პირბადეც უნდა გავიკეთოთ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ჩვენს მოხუცებულებზე ვიზრუნოთ. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ვმართავთ ამ პროცესს და მთავარია, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ და კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ხანდაზმულ ადამიანებს, ამას დიდი პასუხისმგებლობა აქვს. უბრალოდ უნდა მოვუაროთ ამ ხალხს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მარტივად და ეფექტურად, დისციპლინას დავიცავთ და დავიცავთ ამ წესებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელსაც და მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე ისაუბრა და როგორც მან განაცხადა, არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა.

„ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც ვებრძვით, პარალელურად არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის არ ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ იმას, ვისაც ვთვლით ღირსეულად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სიღნაღში ბევრი რამ გაკეთდა და კვლავაც გაგრძელდება.

„პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს წყალი. წყალმომარაგება, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც მიმდინარეობს, ყველამ კარგად იცით, რომ სიღნაღის 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა გვქონოდა, ჯერ კიდევ 2018 წელს, სამწუხაროდ გაიჭიმა ეს დრო, თუმცა წელს დასრულდება, ისევე როგორც წნორში, დაწყებულია, დაახლოებით, 27 მლნ ლარი იხარჯება სოფლების წყალმომარაგების თვალსაზრისით. როგორც კი წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება, შემდგომი ეტაპი იქნება წყალარინების სისტემის მოყვანა წესრიგში და რა თქმა უნდა, შიდა სასოფლო გზები. ყველაფერი ეს, არა მხოლოდ სიღნაღში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მომავალი 4 წლის განმავლობაში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. ეს ის ფულია, რომელიც დახარჯული იქნება სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში - გაზი, წყალი, გზები, წყალარინები, კანალიზაცია, სარწყავი სისტემები, ყველაფერი იმისთვის, რომ საბაზისო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში იყოს ნორმალური, რომ ადამიანს შეეძლოს ნორმალურად ცხოვრება, სიღნაღშიც, წნორშიც, ბოდბეშიც და თბილისშიც და არ იყოს დიდი განსხვავება, იქიდან გამომდინარე, თუ სად ცხოვრობს. ყველგან, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები რომ შეძლოს თვითრეალიზება, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს ოჯახი. დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ ქიზიყელებო!“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა