logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი სოზარ სუბარი სამგორში წარმატებულ სტუდენტებს და პედაგოგებს შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი სოზარ სუბარი სამგორში წარმატებულ სტუდენტებს და პედაგოგებს შეხვდნენ
16:14 04.10.2020
„ახალგაზრდობა არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ვხედავთ მომავალი განვითარების პროცესს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამგორში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, სოზარ სუბართან იმყოფებოდა. წელს სამგორის რაიონში სკოლა 2462 მოსწავლემ დაამთავრა, საიდანაც 100%-იანი გრანტი 48 მოსწავლემ მოიპოვა, ხოლო 70%-იანი კი 118-მა .სწორედ ამ წარმატებულ სტუდენტებთან და მათ დამრიგებლებთან გაიმართა შეხვედრა.

„ეს არის ორი თაობა, რომელიც ქმნის წარმატებას ქვეყანაში და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს პროგრესული მომავალი. ჩვენ ვისაუბრეთ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს განათლების სფეროში და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ახალგაზრდებთან იმ სამ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და უფრო მეტი ენერგიით განვაგრძობთ მომავალში. ეს არის განათლება მათთვის, ეს არის დასაქმება, პირველი სამუშაო, სამსახური და ეს არის რეკრეაცია, სპორტი და გართობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტები, გვაქვს ხედვა და ახალგაზრდებთან ერთად, ვაპირებთ გავაგრძელოთ მომავალში. ახალგაზრდობა არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ვხედავთ მომავალი განვითარების პროცესს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„დღეს შევხვდით წარმატებულ სამგორელ პირველკურსელებს, ახალგაზრდებს. სხვადასხვა სპეციალობები, სხვადასხვა უნივერსიტეტები, მაგრამ ერთნაირად ანთებული თვალები, ერთნაირი სწავლის სურვილი და ერთნაირი მგზნებარე სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში, ქვეყნის გარდაქმნაში და ჩვენგანაც ეს იყო მთავარი თხოვნა, მოწოდებაც, რჩევაც, ისტორიის გაკვეთილიც, რომ როგორც მნიშვნელოვანია წიგნი და კომპიუტერი, ასევე მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცხოვრების გარდაქმნა იწყება დღეიდან და ეს უნდა დაიწყონ მათ და მათ უნდა ააშენონ მომავლის საქართველო. ამისთვის ყველა პირობის შექმნა არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ მარტო უფროსი თაობა, მათ გარეშე, ვერაფერს ვერ გააკეთებს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა