logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
13:32 02.10.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-შვედეთს შორის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო შვედეთთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას - ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. ხაზი გაესვა საქართველოს სურვილს - ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომის შესახებ.

საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველო არის იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის, ვისაც შემუშავებული აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის გრძელვადიანი სტრატეგია და მუშაობს ახალ გრძელვადიან სტრატეგიაზე.

პრესსამსახურის ცნობითვე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ითქვა, რომ დღესაც, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას და პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში და მიუხედავად პანდემიისა, საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალურ დასწრებას, მათი უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფით.

ან ლინდემ კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მეშვეობით ახორციელებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა