logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ხელაშვილი: 2012 წლის შემდეგ კულტურის დაფინანსება 42%-ით, სპორტის - 70%-ით გაიზარდა
გიორგი ხელაშვილი: 2012 წლის შემდეგ კულტურის დაფინანსება 42%-ით, სპორტის - 70%-ით გაიზარდა
13:24 02.10.2020
„კულტურისა და სპორტის განვითარება და ახალგაზრდებზე ზრუნვა სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია“ - განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა გიორგი ხელაშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ხელაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ კულტურის დაფინანსება 42%-ით, სპორტის დაფინანსება კი - 70%-ით გაიზარდა.

„ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა კულტურული მემკვიდრეობის 463 ობიექტის რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 63 მუზეუმს, თეატრალურ უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიას, სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზს. ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, განხორციელდა ოზურგეთისა და სენაკის თეატრების მასშტაბური რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ზუგდიდის თეატრისა და თბილისის სომხური თეატრის ასეთივე მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის დინამოს სტადიონს, აშენდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ბათუმის სტადიონი, შენდება 10 ათას მაყურებელზე გათვლილი სპორტის ახალი სასახლე თბილისში,

აშენდა ათეულობით სპორტული ბაზა საქართველოს მასშტაბით. ქართველი სპორტსმენები გამოირჩევიან უპრეცედენტოდ მაღალი სპორტული მიღწევებით - 2012 წელთან შედარებით 3,5 ჯერ გაიზარდა ქართველი სპორტსმენების მიერ აღებული მედლების რაოდენობა, დიდი მადლობა მათ ამისთვის“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კულტურისა და სპორტის განვითარება და ახალგაზრდებზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. შეიქმნება კულტურის მართვის მოქნილი, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული მოდელი და დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმი.

„სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული ხალხური სიმღერის და ქართული ცეკვების პოპულარიზაციას სწავლებას და ამ სფეროში მოღვაწე ხელოვანთა საქმიანობას. ხელს შევუწყობთ თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალი პროექტების განხორციელებას, თანამედროვე ფერწერის, ელექტრონული მუსიკის არქიტექტურის, დიზაინის განვითარებას და ახალგაზრდა არტისტების ინიციატივებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კინემატოგრაფის განვითარებას. სახელმწიფო ხელს შეუწყობს როგორც ქართული კინოპროდუქციის შექმნას, ასევე საერთაშორისო კინოინდუსტრიის დაინტერესებას საქართველოსთან თანამშრომლობით. განვაგრძობთ თეატრების მხარდაჭერას და ამ სფეროში საქართველოსა და საერთაშორისო თეატრალურ კოლექტივებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას. სახელმწიფო ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში საქართველოსა და საზღვარგარეთის მაღალი დონის ფესტივალების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას მოემსახურება. ქვეყნის მასშტაბით განვაგრძობთ მუზეუმების რეაბილიტაციას, მათ აღჭურვას თანამედროვე სტარდარტებით და ხელს შევუწყობთ ვიზიტორების მოზიდვას. კულტურის რესურსი აქტიურად იქნება გამოყენებული ტურიზმის მდგრად განვითარებასა და შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარებაში“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გაიზრდება პროფესიულ და მასობრივ სპორტში ჩაბმულ პირთა, მათ შორის ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა.

„აშენდება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული მოედნები, დარბაზები და სპორტის სასახლეები, ასევე მასობრივი სპორტული ობიექტები, მათ შორის: ახალი სპორტის სასახლე თბილისში, რომელიც 2022 წელს EUROBASKET-ს უმასპინძლებს. 2023 წელს საქართველო უმასპინძლებს თხილამურებსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს, ხოლო ჩემპიონატის ჩატარებამდე - 12 საერთაშორისო ტურნირს. განხორციელდება ღონისძიებები ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის აღიარებისა და პროფესიული სტანდარტის შემუშავების მიზნით. შემუშავდება არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული სივრცეების განვითარებას, ახალგაზრდების ინფორმირების მექანიზმების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდებში სამეწარმეო და მოხალისეობრივი კულტურის, სხვადასხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარებას“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა