logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახაბერ კუჭავა: ქართული ოცნების“ ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას
კახაბერ კუჭავა: ქართული ოცნების“ ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას
22:01 01.10.2020
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახაბერ კუჭავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე პარტიის მიერ წარმოებული ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის შედეგებზე, ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და სამომავლო გეგმების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა:

„2012 წლიდან “ქართული ოცნების” მიერ წარმოებულმა ეფექტიანმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგები მოუტანა:

ხელი მოეწერა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან; საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის ქვეყნებში; უპრეცედენტოდ გაძლიერდა საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა ნატოსთან; რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და განვითარების მაღალ ტემპს; საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს უპრეცედენტოდ მჭიდროა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ქვეყანა სარგებლობს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით. აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ფინანსური სანქციები დაუწესა არაღიარების პოლიტიკის დამრღვევ სახელმწიფოებს. საქართველოს წარმატებული დიპლომატიის შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტების რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა,

„ქართული ოცნების“ ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და განაგრძობს თანმიმდევრულ წინსვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციისკენ და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ:

ჩვენ წარმატებით შევასრულებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას; „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს სწრაფ წინსვლას ნატოში გაწევრიანების მიმართულებით; კიდევ უფრო გაძლიერდება სტრატეგიული მოკავშირეობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაღრმავდება თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთოებისა და ვაჭრობის სფეროებში; უზრუნველყოფილი იქნება დაბალანსებული და თანმიმდევრული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება, გაგრძელდება საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

ყველა ზომას მივიღებთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, დევნილთა დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკის წარმატებული განხორციელება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამშობლოსთან დიასპორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას, მათ შორის, საგანმანათლებლო და კულტურული კერების დაარსების და მხარდაჭერის გზით“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა