logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იოსებ ხახალეიშვილი: ერთად ვიზრუნებთ, რომ ქუთაისი კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ
იოსებ ხახალეიშვილი: ერთად ვიზრუნებთ, რომ ქუთაისი კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ
14:31 01.10.2020
პოლიტიკური გერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა და მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, დღეიდან საარჩევნო კამპანიას აქტიურად იწყებს.

მისივე თქმით, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე მერის თანამდებობაზე მეტი შესაძლებლობები ექნება, იზრუნოს და იმუშაოს ქუთაისისთვის.

"ოფიციალურად დავტოვე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა და დავრეგისტრირდი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატად. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გუბერნატორს წარმატებული თანამშრომლობისთვის, ჩემი იდეების მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთან ერთადაც ვიმუშავე ამ ხნის განმავლობაში.

მოკლედ მინდა შევაჯამო ჩემი 7 წლიანი საქმიანობა სამხარეო ადმინისტრაციაში. განსაკუთრებით, ხაზი მინდა გავუსვა საერთაშორისო დონეზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში, რაც უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. მათ შორის, 7 ახალ რეგიონთან დამეგობრებას, ევროპის რეგიონთა ასამბლეაში გაწევრიანებას, ასევე, ევროპის საბჭოს კულუტურული მარშრუტების პროგრამის წევრობას, რამაც საშუალება მოგვცა, მომავალ წელს ვუმასპინძლოთ ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ქუთაისში.

დღეს, რეგიონში, 9 საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროგრამა მიმდინარეობს, განსაკუთრებით, აღსანიშნავია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში, იმერეთში 3 წლის განმავლობაში 25 მლნ ევრო დაიხარჯება. ამ პროგრამის მომზადებაში თავად გახლდით აქტიურად ჩართული. გამოვყოფდი არაერთ ახალგაზრდულ საერთაშორისო გაცვლით პროგრამას, ჩვენი ახალგაზრდებისათვის რეგიონის მასშტაბით.

სწორედ ამ გამოცდილებით, ამ თანამშრომლობით, ამ კავშირებით მოვდივარ ჩემს გუნდთან ერთად, ამჯერად, ქუთაისისთვის. მოვდივარ იმისათვის, რომ ქუთაისი გავხადოთ შესაძლებლობების ქალაქი და გავხადოთ კიდევ უფრო ცნობადი, რომ ჩვენმა ქალაქმა შეძლოს კიდევ უფრო ღირსეული ადგილის დამკვირდება საერთაშორისო დონეზე. დარწმუნებული ვარ, ჩემს გუნდთან ერთად ამას წარმატებით განვახორციელებ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისივე თქმით, ქუთაისისთვის ყველაფერი გაკეთდება მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით და განსაკუთრებით ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით.

"მოვისმენთ ყველას შეხედულებას, დავგეგმავთ და განვახორციელებთ ყველაფერს ერთად და ეს ასე გაგრძელდება 31 ოქტომბრის შემდეგაც. მეძლევა საშუალება თქვენთან ერთად უფრო მეტი გავაკეთო ჩვენი ქალაქისთვის და თითოეული ქუთაისელისთვის, რადგან პრიორიტეტი სწორედ ჩემი თანამოქალაქეების კეთილდღეობა იქნება. ერთად ვიზრუნებთ ქუთაისის უკეთესი მომავლისათვის, მის წარმოჩენაზე თავისი კულტურითა და ისტორიული წარსულით“, - განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა