logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: დავით გარეჯის თემით სპეკულირება სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებაა, განსაკუთერებით მაშინ, როდესაც მეზობელ სახელმწიფოებში შეიარაღებული კონფლიქტია
ანრი ოხანაშვილი: დავით გარეჯის თემით სპეკულირება სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებაა, განსაკუთერებით მაშინ, როდესაც მეზობელ სახელმწიფოებში შეიარაღებული კონფლიქტია
14:19 01.10.2020
"დავით გარეჯი და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვარი სახელმწიფოებრივი საკითხია. ეს მგრძნობიარე თემაა, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილით და გონიერებით მიდგომა. ამ საკითხის პოლიტიზირება და ვიწრო პარტიული ინტერესების ფარგლებში მოქცევა არის დაუშვებელი“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებაა ამ თემით სპეკულირება, განსაკუთერებით იმ პერიოდში, როდესაც მეზობელ სახელმწიფოებში შეიარაღებული კონფლიქტია. „ამასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მოისმინა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტისას გაჟღერებული პოზიცია, რომ ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ გარკვეული მედიატორის როლი ამ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რათა რეგიონში იყოს სტაბილურობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემის პოლირტიზირება არ მოხდეს. გახსოვთ ალბათ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას ყოველგვარი პომპეზურობისა და პოლიტიკური სარჩულის გარეშე გააჟღერა კონკრეტული ფაქტები და აღნიშნა, რომ ადგილი აქვს გარკვეულ სიახლეებს. საუბარია რუკებზე, ექსპერტიზებზე, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას კონკრეტულ დროს. საზოგადოებამ ნახა, როგორი შტურმი მიიტანეს საგარეო საქმეთა მინისტრზე, როგორ გაკიცხეს ის, დაიბარეს პარლამენტში და ა. შ. ანუ მოახდინეს ამ საკითხის პოლიტიზირება, განსაკუთრებით გვარამია-სააკაშვილის დუეტმა. უცნაურია, რატომ რეაგირებენ ისინი მკვეთრად, რაშია საქმე? გამოძიება რომ დაიწყოს კოდორის ხეობის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რატომ უნდა გამიჩნდეს მკვეთრი რეაქცია მე , ანრი ოხანაშვილს მაშინ, როდესაც არანაირი შემხებლობა არ მაქვს ამ საკითხთან მიმართებაში. როგორც ჩანს, რაღაც ძალიან აღელვებთ. ბატონი სააკაშვილის მხრიდან გაჟღერდა, ან შეიძლება წამოცდა ან კიდევ წინასწარ შექმნა ალიბი 60-70 მილიონთან დაკავშირებით, რის შესახებც პროკურატურამ უნდა დადოს გამოძიების შედეგები. არ მგონია, რომ ამ თემის პოლიტიზირება იყოს შემთხვევითი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მაშინ, როცა ქვეყანაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი და ამ შეიარაღებული კონფლიქტის პარალელურად ჩვენს ეთნიკურ მოძმე ხალხთან ხდება პროვოკაციები, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს კიდევ ერთი დაგეგმილი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ევროსაბჭოს რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც საქართველო დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, ვინაიდან პირდაპირ თქვეს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. შედეგი გვაქვს ოკუპაცია. რა გამოდის? რომ არა საქართველოს ქმედება, ოკუპაცია არ იქნებოდა. ანუ საქართველოს, საკუთარ სამშობლოს აბრალებს ეს ხალხი ოკუპაციას. 2011 წელს, ანუ ომის შემდგომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი და რომ არა საქართველოს მხარდაჭერა, რუსეთი ვერ გახდებოდა ამ ორგანიზაციის წევრი. საინტერესოა, რა სარგებელი მიღო ქვეყანამ ამ მხარდაჭერით? ამ რეზოლუციის, ამ გაწევრიანების მხარდამჭერი ძალის ეს კონკრეტული ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ ეს ადამიანები მორიგ პროვოკაციებს გეგმავენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახდენენ რა გარეჯის თემის პოლიტიზირებას, ახდენენ რა ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას ქვემო ქართლში იმ პირობებში, როცა მეზობელ სახელმწიფოებს შორის არის შეიარაღებული კონფლიქტი“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა