logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: პრემიერმა ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში
ნათია მეზვრიშვილი: პრემიერმა ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში
22:09 30.09.2020
ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხვალინდელ დღეს, რაც ბუნებრივია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რასაც პრემიერ-მინისტრმა არა ერთხელ გაუსვა ხაზი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილეს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის რეგიონში, აგრეთვე, ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოების მნიშვნელობა, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა საარჩევნო რეფორმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა.

„საუბარი შეეხო იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებს და დემოკრატიულ რეფორმებს, რაშიც ბუნებრივია, ჩვენმა პარტნიორებმა აღგვითქვეს დახმარება, თითოეული იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ქვეყანა რეფორმებს ახორციელებს. პოზიტიურად შეფასდა საარჩევნო რეფორმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა. პრემიერის მხრიდან ხაზი გაესვა არჩევნების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა მაღალი დონის შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ჰუმანიტარულ კრიზისს, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს ადგილი და რაშიც ყოველდღიურად ცხოვრება უწევთ ჩვენს თანამოქალაქეებს. განხილული იქნა საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის რეგიონში და ხაზი გაესვა ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოების მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით,“- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა