logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ცესკო: ცენტრალური თუ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არ არის პოლიტიკური განცხადებების და პოლიტიკური დებატების წარმართვის ადგილი
ცესკო: ცენტრალური თუ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არ არის პოლიტიკური განცხადებების და პოლიტიკური დებატების წარმართვის ადგილი
18:10 30.09.2020
კომისიის სხდომებზე პოლიტიკური დისკუსიის ინიცირებით საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა თუ სხვა დამსწრე პირთა, მათ შორის ზოგიერთი დამკვირვებლის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და სხდომაზე განსახილველი საკითხების შეუსაბამო თემების წამოწევას და ამით მიზანმიმართულად დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ ცენტრალური თუ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არ არის პოლიტიკური განცხადებების და პოლიტიკური დებატების წარმართვის ადგილი და ამ მიზნით ნებისმიერი პირის მიერ მისი გამოყენების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია არ გასცდება საკუთარ მანდატს და ასეთი განცხადებების ავტორებს არ მიეცემათ პოლიტიკური პოზიციონირების შესაძლებლობა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა როგორც კომისიის წევრისთვის, ისე დამკვირვებლებისთვის, განსაზღვრავს მათი უფლებამოსილების ფარგლებს, რომელიც ცალსახად არ ითვალისწინებს მსგავსი განცხადებების თუ ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას. უფრო მეტიც, დამკვირვებელი უფლებამოსილია, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, მათ შორის კომისიის სხდომებს და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, კომუნიკაციის დაშვებული ფორმები და არ ჩაერიოს სხდომის მიმდინარეობაში პოლიტიკური თუ სხდომის საკითხებთან შეუსაბამო განცხადებების გაკეთების მიზნით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სარგებლობს მაღალი ნდობით და დამოუკიდებლობის ხარისხით, რაც მრავალწლიანი საქმიანობის შედეგია. შესაბამისად, არის მცდელობა, რომ მსგავსი პოლიტიკური განცხადებებით, დაუზუსტებელი ან ყალბი ინფორმაციის გავრცელებით მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთის მხრივ პოლიტიკურ პლატფორმად გადაქცევა და მეორეს მხრივ მისი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება.

ამასთანავე, განვმარტავთ, რომ სხდომაზე იხილება დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხები სხვადასხვა საარჩევნო ღონისძიების განხორციელების მიზნით და კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს. ცესკოს სხდომაზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ.

შესაბამისად, იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა კომისიის წევრი, წარმომადგენლები და დამკვირვებლები დაიცავენ საარჩევნო კანონმდებლობას და იმოქმედებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში" - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა