logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნატა საბანაძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: გიორგი გახარიამ უკვე დასახა გზები მომავალი თანამშრომლობის, როგორ დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან
ნატა საბანაძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: გიორგი გახარიამ უკვე დასახა გზები მომავალი თანამშრომლობის, როგორ დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან
12:59 30.09.2020
პრემიერ-მინისტრმა უკვე დასახა გზები მომავალი თანამშრომლობის, როგორც გავაღრმავოთ და წინ წავწიოთ ჩვენი ურთიერთობები, როგორ დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან, როგორც ფიზიკურად და აქ საუბარია ფიზიკურ კავშირებზე, ძალიან დომინირებს შავი ზღვის თემა, ასევე პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ა.შ. - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატა საბანაძემ, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ნატა საბანაძის თქმით, აღნიშნული ვიზიტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, რაც შეხვედრებიდანაც გამომდინარეობს.

„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან და ამით დაიწყო ევროკავშირის მხარე. გიორგი გახარია შეხვდა ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა საკითხებში, ბატონ ბორელს. ვიზიტი გაგრძელდება და შინაარსობრივად ძალიან დატვირთულია. პრემიერს ექნება შეხვედრები ევროკომისრებთან, რომლებიც კურირებენ განათლებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, მართლმსაჯულებას. ფაქტიურად, ყველა სფერო არის მოცული. ამიტომ, შინაარსობრივად ძალიან დატვირთული ვიზიტია. დიდი ინტერესი გამომდინარეობს ასევე იქიდანაც, რომ ერთ თვეში საქართველოში არჩევნებია, ყველა საუბრობს ამ არჩევნებზე და მოლოდინი მაღალია“, - განაცხადა ნატა საბანაძემ.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს მოწინავე ქვეყანას რეგიონში, აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში და შესაბამისად არის იმის იმედი, რომ ეს პოზიციები, არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო გამყარდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა