logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე და ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
გიორგი გახარიამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე და ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
21:50 29.09.2020
საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ყველა ძირითადი საკითხი, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების დამყარების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ამ კონტექსტში შავი ზღვის როლი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ევროკომისიაში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი გლობალურ პანდემიაზე საუბრით დაიწყო. აღინიშნა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას და ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

გიორგი გახარიამ ჟოზეფ ბორელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, აგრეთვე იმ სირთულეებზე, რომელიც მოსახლეობას ე.წ გადასასვლელების ჩაკეტვისა და სრულფასოვანი განათლებისა თუ სამედიცინო სერვისების მიღების კუთხით ექმნება. აღინიშნა ევროკავშირის როლი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესთან მიმართებაში ევროკავშირის მხრიდან კიდევ უფრო მკაფიო პოზიციებისა და მკვეთრი შეფასებების დაფიქსირების მნიშვნელობას, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს ახალ, დამატებით იმპულსს მისცემს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, გამჭვირვალედ, ისე, როგორც ჩატარდა ყველა არჩევნები 2012 წლის შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი უსაფრთხოების გარანტიები კორონავირუსის გათვალისწინებით.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი, ასევე ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის აუცილებელია კიდევ უფრო ამბიციური მიზნების მიღწევა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლს და ევროკავშირთან მეტი ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ენერგეტიკული, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების მაქსიმალურად გამოყენებით.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადებაზე, რომელიც მარტში გაიმართება და სადაც წარდგენილი იქნება კონკრეტული ხედვები, როგორც ხედავენ წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობას 2020 წლის შემდეგ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიდგომა გულისხმობს დამატებითი მექანიზმების შემუშავებას, მათ შორის დიფერენცირებულ მიდგომას საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის და იმსახურებს მეტ კონკრეტულ ინსტრუმენტს, მათ შორის ერთიან ბაზარზე წვდომისა და ევროკავშირისა და რეგიონის დამაკავშირებლის როლის გაძლიერების სახით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა