logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრეს
გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრეს
20:30 29.09.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლის შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას.

საუბარი შეეხო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლოდროინდელ საკონსტიტუციო ცვლილებას საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, რაც მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს და კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხს.

ყურადღება დაეთმო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება და იწვევს დამკვირვებლებს ევროპარლამენტიდან და სრულად უზრუნველყოფს მათ საქმიანობას უსაფრთხო გარემოში.

საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას, რადგან საქართველო, როგორც ასოცირებული პარტნიორი, იმსახურებს მიდგომას პრინციპით - „მეტი მეტისთვის“.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესსა და ჰუმანიტარულ სირთულეებზე, რაც აფერხებს განვითარებას. დავიდ-მარია სასოლიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროპარლამენტის უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა