logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა
გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა
17:41 29.09.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევებს და პანდემიასთან გამკლავების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ ამ კუთხით მიღწეული წარმატება. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე 3 ძირითადი პრიორიტეტი დაისახა - დემოკრატიული განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება, შავი ზღვის ფართო რეგიონში საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცება და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესება. ქართული მხარის შეფასებით, საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ევროპის ალტერნატიული სატრანსპორტო და ტელეკომუნიკაციების ცენტრის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნის სტატუსით. ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქართველოს ფიზიკურად დაკავშირების მნიშვნელობას და ამ მიზნის მისაღწევად პრაქტიკული ინსტრუმენტების მოძიებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რომლის მიზანიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული კონსოლიდაციის მხარდაჭერა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებს ევროპული სტრუქტურების რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დააკვირდება, მათი უსაფრთხოების სტანდარტების სრულ დაცვას კი საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს.

საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და მზადაა ამ მიმართულებით მეტი წვლილის შესატანად. ხაზი გაესვა საქართველო -ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგს, როგორც უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან კომპონენტს.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს. პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დეტალურად ესაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ე.წ ბორდერიზაციის პროცესსა და საოკუპაციო ხაზზე ე.წ გადასასვლელების დახურვის შედეგად შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საუბარი ასევე შეეხო კიბერუსაფრთხოებას, რაც თანამედროვე სახელმწიფოების წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე, ხოლო ერთ-ერთი ბოლო შეტევისას ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას. გიორგი გახარიას განცხადებით, წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და რისკები იზრდება, ამიტომ კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა