logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში და რეგიონის ლიდერი ქვეყანაა
ბექა ლილუაშვილი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში და რეგიონის ლიდერი ქვეყანაა
17:37 29.09.2020
საქართველოში, კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში და ის არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა და უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ესპანეთი, იტალია, ლატვია, ჩეხეთი და სხვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მსოფლიო ბანკის კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მმართველობის ინდიკატორებს ეხება.

ბექა ლილუაშვილის თქმით, 2012 წლის იგივე მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იმყოფებოდა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და შედეგი, ამ ქვეყანაში, დემოკრატიული და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების შეუქცევადი პროცესის დანერგვაა. ეს არაერთხელ დადასტურდა და შეფასდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. სწორე, ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა. ეს კვლევა არის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები კვლევა, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტების განვითარების ხარისხს აფასებს. ამ კვლევის მიხედვით, საქართველოში, კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში, რეგიონის ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ესპანეთი, იტალია, ლატვია, ჩეხეთი და სხვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის იგივე მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იმყოფებოდა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

კვლევაზე საუბრისას, პრემიერის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა შეფასებებზე, რომელიც მთავრობის ეფექტურობასა და კანონის უზენაესობას ეხება.

„გარდა ამისა, საქართველომ, ამ შეფასებების მიხედვით, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია მთავრობის ეფექტურობის თვალსაზრისით. ამ კატეგორიაში, ის არის მსოფლიოში 37-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში 24-ე ადგილზე და უსწრებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის საბერძნეთი, იტალია, ხორვატია, ბულგარეთი და სხვა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ეს არის კანონის უზენაესობა, რომლის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ნატო-ს წევრ 7 სახელმწიფოს, ევროკავშირის წევრ 3 სახელმწიფოს და ეს მონაცემი შეფასდა მსოფლიოს 11 წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის შეფასებებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შემაჯამებელი შეფასების საფუძველზე. რომ შევაჯამოთ, ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი განვითარების პროცესი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა