logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: მადლობა ჩვენს სამაგალითო ოპოზიციას - ნაცმოძრაობას და „ევროპულ საქართველოს“, რომელთა მაგალითზეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს
მამუკა მდინარაძე: მადლობა ჩვენს სამაგალითო ოპოზიციას - ნაცმოძრაობას და „ევროპულ საქართველოს“, რომელთა მაგალითზეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს
17:33 29.09.2020
„ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკური დებატების ბოლო განცხადების გაკეთება მე მომიწია მე- 9 მოწვევის პარლამენტში. ამიტომ, მე მინდა ჩემი დღევანდელი განცხადება მადლიერების გამოხატვას დავუთმო - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ბევრი მადლობა მოგვისმენია საქართველოს პარლამენტში, ბევრი ირონიული, ცინიკური, ისტერიულიც კი, გადაჭარბებულიც, თუმცა ძალიან გულწრფელი მადლობაც ბევრი მოგვისმენია.

მინდა მადლობა ვუთხრა მე-9 მოწვევის პარლამენტს უდიდესი გამოცდილებისთვის, მადლობა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ახალი და ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის ავტორობით მე-9 მოწვევის პარლამენტი ისტორიაში შეიყვანა. მადლობა ვუთხრა არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის ღირსეულად

გაგრძელებისთვის. მადლობა უმრავლესობის თითოეულ წევრს გუნდურობისთვის, მეგობრობისთვის, უამრავი ძალიან პოზიტიური და ქვეყნისთვის საჭირო კანონის შექმნისთვის: საარჩევნო კოდექსის, ახალი რეგლამენტის, ტყის კოდექსის, მიწის კანონის, ენერგეტიკის პაკეტის, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის, განათლების რეფორმის, შრომის უსაფრთხოების კანონის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონის, მოგების გადასახადის რეფორმის და უამრავი სხვა კანონის. დღეს, რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლით და მადლობა თქვენ ამისთვის.

მადლობა ჩვენს სამაგალითო ოპოზიციას - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, რომელთა მაგალითზეც, კიდევ ერთხელ, დავრწმუნდით, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს. როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, ამისი მაგალითიც გახლავენ ისინი, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, რომ სიცრუით ამ ქვეყნაში გამარჯვებას ვეღარასდროს მოიპოვებ.

მადლობა „პატრიოტთა ალიანს“, რომელთა მაგალითზეც დავრწმუნდით, რომ რაც არ უნდა პატრიოტული სახელი დაირქვა და პატრიოტული მესიჯები გაახმოვანო, ქართველი ხალხი ოკუპანტის ნარატივით პოზიციონირებას არასდროს გაპატიებს.

გულწრფელი მადლობა ჩვენი გუნდიდან გასულ დეპუტატებს, რომლებმაც ძალიან ბევრი და ნაყოფიერად იშრომეს ჩვენი გუნდის სხვა წევრებთან ერთად. ასევე იმისთვის, რომ დაგვანახეს როგორი არ უნდა იყოს ნაჩქარები გადაწყვეტილება, ზოგ შემთხვევაში ემოციური ფონზე. თუმცა მეტს არ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ყველაფერი შედარებითია.

მადლობა ჟურნალისტებს, ოპერატორებს, რომლებიც დღედაღამ ცდილობენ ჩვენი ამბების ხალხთან მიტანას, მართალია ზოგი როგორ, ზოგი როგორ, ხშირად ობიექტურადაც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გულწრფელი მადლობა ჩვენ ჟურნალისტებს.

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თითოეულ წევრს და თანამშრომელს, რომლებიც ძალიან ხშირად ბევრ პარლამენტარზე მეტ სამუშაოს ასრულებენ, თუმცა კულისებში და ყოველგვარი დაყვედრების გარეშე.

და ბოლოს, მადლობა თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ გყოფნით ნერვები პოლიტიკოსებს გვისმინოთ და მადლობა ჩვენს ამომრჩეველს ნდობისათვის, რაც მთავარია და ერთგულებისათვის.

ძალიან დიდი მადლობა ყველას. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის!“-განაცხადა მდინარაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა