logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაცია გრძელდება
რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაცია გრძელდება
17:26 29.09.2020
„სიმბოლურია, რომ ამ დარბაზში როდესაც მე-9 მოწვევის დამამთავრებელი სესია მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ სკამები არის ცარიელი. ეს სიმბოლურად განასახიერებს იმასაც, რომ მომდევნო პარლამენტში მათი ადგილი, უბრალოდ, აქ აღარ იქნება“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაცია გრძელდება. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ოპონენტებმა ბევრჯერ მოახდინეს საკუთარი რეალური მიზნებისა და ბუნების წარმოჩენა.

„კულმინაცია იყო გუშინ, როდესაც სააკაშვილმა ევროკავშირის რეგულაციებს უწოდა იდიოტური და ცოტა ხნის წინ, გვახსოვს, რომ ევროკავშირის მიდგომებს კოლონიალურს უწოდებდა. ფაქტია, რომ ამ განცხადებებით ის ერთი-ერთში იმეორებს რუსეთის დუმის ყველაზე უკიდურესი დეპუტატების განცხადებებს და ფაქტობრივად, წარმოადგენს რუსულ ჰიბრიდულ ძალას ამ მიმართულებით. ამიტომ აღარ გვიკვირს, თუნდაც, რამდენიმე დღის წინ, თინა ბოკუჩავამ გაეროს ტრიბუნას უწოდა ვირტუალური ტრიბუნა და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქ წარმოადგენდა ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი,დამამახსოვრებელი და ისტორიული გამოსვლა ჰქონდა მართლაც და ეს არის შესაძლებლობა, რომ უმაღლეს ტრიბუნაზე ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვათ და სწორი გზავნილები გავაგზავნოთ, უწოდებს ვირტუალურ ტრიბუნას,უბრალოდ მინდა შევახსენო, რომ გაეროს 75-ე საიუბილეო ასაბლეაზე არამხოლოდ გიორგი გახარია, არამედ მსოფლიო ლიდერები გამოვიდნენ, მათ შორის, გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის გამოსვლა მართლაც იყო ისტორიული და გამორჩეული.

სალომე სამადაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ პარტიას საკუთარი ამომრჩევლისადმი, ისინი თუ ეტყვიან, უბრძანებენ, დარწმუნებული არიან, რომ უსულო საგნებსაც მისცემენ ხმას და აირჩევენ მათი ამომრჩევლები, ეს არის ძალიან მძიმე შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვინც შენ გიჭერენ მხარს.

ძალიან საინტერესო იყო ოთარ კახიძის აღიარება,რომელმაც განაცხადა მთავარი არხის ეთერში დებატების დროს, რომ სააკაშვილის წარსულთან მათ პრეტენზია არ აქვთ, ჯერ ხომ დაიწყეს ამ უმძიმესი დანაშაულების მონანიება, ბოდიშების მოხდა და თურმე აღმოჩნდა რომ მის წარსულთან პრეტენზია არ აქვთ და პრეტენზია აქვთ მხოლოდ იმასთან რომ ჩამოვდივარ და არ ჩამოდისო, ანუ პრეტენზია მარტო ძალაუფლების გაყოფასთან აქვთ ერთმანეთთან და არა იმასთან, რომ წარსულში ვინ რას აკეთებდა,ჩვენ ხომ ვიცით, საზოგადოებამ ხომ იცის რომ ამას ერთად ჩადიოდნენ და სინდისი მაშინაც არ ქენჯნიდათ და ახლაც არ აწუხებთ რასაკვირველია.

„მთავარი არხის“ ამ დეზინფორმაციის მანქანის რიტორიკა გაგრძელდა და ამას წინათ, ანონსში ატრიალებდნენ ასეთ ტყუილს, რომ თურმე პანდემიის დროს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსთვის ვერაფერი ვერ გაიმეტა, მაშინ, როდესაც მისი კონტრიბუცია მხარდაჭერილ ფონდში მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღნიშნა - ისინი ამბობენ, რომ ვერაფერი ვერ გაიმეტა. არ მესმის როგორ შეიძლება ასე დაეცე ადამიანი და მსგავსი ტყუილებით გამოხვიდე,ამას ცხადია ძალიან მკაცრი შეფასება მოყვება.

ბოლოს, მათი განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით,როდესაც ისინი შტურმით დაესხნენ თავს თავისუფალ მედიას, კიდევ ერთხელ ახდენს ბუნებრივი ბუნების ლუსტრაციას. ეს ადამიანები ცხოვრობენ ვირტუალურ სამყაროში,რაღაც პარალელური, ვირტუალური სამყარო შექმნეს, მაგრამ მათ არ შეუცვლიათ თავისი ბუნება და ზნე-ჩვეულებები ,მაგრამ ქართველი ამომრჩეველი დააბრუნებს მათ ძალიან მალე, სულ რაღაც, 31 დღეში სინამდვილეში და ეს სინამდვილე იქნება მათთვის ძალიან მძიმე და პოლიტიკაში მათი ადგილი აღარ იქნება“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა