logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მიეცა
დავით ზალკალიანი: გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მიეცა
17:09 29.09.2020
გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღინიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმებით და მან მოგვიწოდა, რომ მომავალში გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი კონსოლიდაცია დემოკრატიული პროცესებისა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს მართავს უმაღლესი თანამდებობის ყველა პირთან, ვინც ფიზიკურად იმყოფება დღეს ბრიუსელში.

„უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენებათ დღეს, Covid-19-ის პირობებში, თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი იმართება როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში უმაღლეს დონეზე და ფაქტიურად, პრემიერ-მინისტრს აქვს შეხვედრა უმაღლესი თანამდებობის ყველა პირთან, ვინც ფიზიკურად იმყოფება დღეს ბრიუსელში და დროის თვალსაზრისით და შინაარსიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება, რამდენიმე უკვე გაიმართა კიდეც. მე, ამ მომენტისთვის, განსაკუთრებით აღვნიშნავდი ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, სადაც იყო უაღრესად შინაარსიანი განხილვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ძირითად პროცესებთან დაკავშირებით, ასევე, რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან დეტალურად ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რაზეც ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის გამართული შეხვედრისას.

„აღინიშნა, რომ საქართველო არის უაღრესად ფასეული პარტნიორი ნატო-სთვის. ის კონტრიბუცია, რომელიც ჩვენ შეგვაქვს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში არის უაღრესად დაფასებული ნატო-ს მხრიდან. პრემიერის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ეს არის ახალი განზომილება ნატო-სთვის და აქ საქართველოს როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი - საქართველო, როგორც დამაკავშირებელი და საქართველო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეგიონში ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების ინტერესი. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის წევრობა და სწორედ, ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორიცაა ერთობლივი პაკეტი, ყოველწლიური პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს და ეს იყო ხაზგასმით აღნიშნული შეხვედრაზე, არის მნიშვნელოვანი გარანტორი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის საბოლოო მიზანს წევრობაზე,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა