logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა: ბოლო 8 წელიწადში მიღწეული შედეგებით ნამდვილად უნდა იამაყოს როგორც მმართველმა გუნდმა, ისე თითოეულმა ადამიანმა
კახა კუჭავა: ბოლო 8 წელიწადში მიღწეული შედეგებით ნამდვილად უნდა იამაყოს როგორც მმართველმა გუნდმა, ისე თითოეულმა ადამიანმა
17:03 29.09.2020
„ბოლო 8 წელიწადში მიღწეული შედეგებით ნამდვილად უნდა იამაყოს როგორც მმართველმა გუნდმა, ისე თითოეულმა ადამიანმა, როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ჩვენ ევროპასთან და როგორც არასდროს ისეთი ძლიერია ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ კონკრეტულის საუბრები ან განცხადებები, არამედ კონკრეტული ქმედებები ერთგულებისა ევროპული ღირებულებების მიმართ“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კახა კუჭავამ ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელის ხელისუფლებას საერთაშორისო მიმართულებით აქვს. მისი თქმით, საუბარია ძალიან ბევრ პოლიტიკურ მოვლენაზე და საკმაოდ რეალისტური და დადებითი შეფასებებზე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებზეც დიდი ხნის განმავლობაში სპეკულაციები არსებობდა ოპოზიციის მხრიდან.

„როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გვესმოდეს თუ რა არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიღწვით და რაში გამოიხატება ეს საბოლოოდ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების კუთხით, მიღწეული შედეგების კუთხით, ეს არ არის მხოლოდ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ის რასაც დიდი ხანი ველოდით, თავისუფალი მიმოსვლის (ვიზალიბერალიზაციის) შეთანხმება და ა.შ. ამის ფონზე ბოლო პერიოდში ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მე მათ დავარქმევდი ვითომ ევროპელებს, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები, აღიარებები თუ მონანიებები თავისი მძიმე, ნაკლებად მძიმე და უფრო მძიმე შეცდომების, პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ფასადური იყო მათი ერთგულება ევროპის მიმართ და დღეს უკვე, ერთი თვით ადრე, როდესაც სრულიად ილუსტრაცია ხდება მათი კომენტარებიდან, თუ რას წარმოადგენენ, კარგად ვხედავთ, თუ რას აპირებენ და როგორია მათი დაპირებები, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებაში მოვლენ. ჩვენ ვაგრძელებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რასაც ქვია ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, იმ ღირებულებების ერთგულებას, რომელიც ჩვენ 8 წელია ვცდილობთ უფრო და უფრო გავამყაროთ, დავნერგოთ და ყველა ძალიან კარგად ხედავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან ეს მიღწევები. ეს არის ის პროცესი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი გამოწვევა ქვეყანაში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის ძალიან ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, კიდევ ერთი საშუალება იქნება, რომ ძალიან მალე შევასრულოთ ეს ვალდებულებებიც, გავაკეთოთ განაცხადი და ძალიან მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი. მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემ გუნდს, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილე იყო ამ პროცესის, რომელმაც ნამდვილად გაგვიმყარა პოზიციები ევროპაში. ჩვენ ვითვლებით ძალიან დასაყრდენ და სანდო პარტნიორად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სვლით, ევროპული ღირებულებების ერთგულებით ჩვენ შევძლებთ, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“,-განაცხადა კახა კუჭავამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა