logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს
გიორგი ვოლსკი: მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს
16:38 29.09.2020
„მიაქციეთ ყურადღება, რა პროცესები მიდის წინასაარჩევნო პერიოდში მიდის და სამწუხაროდ, მივალთ იქამდე, რომ მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.

„გამომსვლელები, ოპონენტები, თუ არ მივიღებთ მხედველობაში გარკვეულ ცოტა პოპულისტობისკენ გადახრილ შეძახილებს, რეალობაში კონსტრუქციულები არიან. თუნდაც, კრიტიკაში, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგი ხიბლის ცოდვაშია ჩავარდნილი, მაგალითად, თუკი მიაჩნიათ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მათ აღელვებთ, ან თუკი მიაჩნიათ, რომ დებატებში შეიძლება გამოვიდეს ადამიანი და დებატებში შევიდეს მეორე ადამიანთან ისე, რომ მისი ამომრჩეველი ამას არ ურჩევდეს და პირიქით. არის საკითხები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუმცა, ეს არაფრით არ მეტყველებს იმაზე, რომ ბატონმა კახა კუჭავამ რაიმე არასწორი ან შეუსაბამო თქვა. რასაკვირველია, ლარის კურსიც მნიშვნელოვანი თემაა და საგანგებო თემაა, რაზედაც ასევე ხშირად, ინტენსიურად და გაცილებით უფრო პროფესიონალურად საუბრობენ სახელმწიფოს წარმომადგენლები. ეს არის რეალური პრობლემა, ამ რეალურ პრობლემას ჩვენ თვალს ვუსწორებთ. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება, წინასაარჩევნო პერიოდში რა პროცესები მიდის და სამწუხაროდ, მივალთ იქამდე, რომ მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი. ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ ფულს ვიხდით იმაში, რომ ადამიანმა აღიაროს, რომ ვითომ კორონავირუსი აქვს, ახლა წამოვიდა უკუპროცესი და გვეუბნებიან, რომ, საზოგადოებას ატყუებენ, რომ თითქოსდა ბევრია კორონავირუსით დაავადებული და ჩვენ ამას ვმალავთ. ხან ექიმების ხალათებს მიღმა ვიმალებით და ხან ექიმები არიან მთავარი სალანძღავი ობიექტები. აი ეს არის რეალობა და მეორე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ვერ გამოიყენეს, გახსოვთ, ამის თაობაზე რა აჟიოტაჟი იყო ატეხილი და ვერ გამოიყენეს ფაროსანას თემა და დააზიანეს ქვეყანა, „ც ჰეპატიტის“ თემაზე გახსოვთ, რა ამბავი იყო და საზოგადოება ამ სისულელეს არ აყვა, ვერ შემოიჭრნენ პარლამენტში, არ დაგვიწესა, ბოლოს და ბოლოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები, როგორც ამას მოითხოვდნენ და როგორც ამაზე ოცნებობდნენ ოპონენტები. მსოფლიო ბანკის რეიტინგები არ დარჩა არცერთი, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზე არ დგას. და აქედან გამომდინარე, რაც უფრო პოზიტივში იქნება საქართველო ამ ურთულეს პირობებში მოხსენიებული, მეტი გააფთრებით იქნებიან შემოსეულები რეალობას ის სვავები, რომლებიც ხანდახან, განცხადებებით და ხანდახან, თავისი მართული საინფორმაციო საშუალებებით უტევენ ქვეყნის იმიჯს და სტაბილურობას, ისედაც ურთულეს პირობებში მყოფი ქვეყნის. ახლა ცდილობენ, როგორმე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების გარკვეული ასპექტების ექსპორტირებას საქართველოში და ამაზე მეტყველებს სააკაშვილის კიდევ ერთი მავნებლური განცხადება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, რეგიონში მშვიდობა დამოკიდებულია, მნიშვნელოვანწილად, რასაკვირველია, ორ მხარეზე, რომლებიც არიან ამ ურთულეს კონფლიქტში ჩართული და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებზე და აქედან კიდევ ერთხელ შეიძლება მათ მივმართოთ, მაგრამ, რეალურად, ამ თემის გამოყენება, ამ თემის ექსპლუატაცია, როგორმე საქართველოში არიონ სიტუაცია, არის ის ნათელი მაგალითი, თუ რატომ აქვთ დაბალი რეიტინგი. და მთავარი შეტევა ხორციელდება საქართველოზე იმ მიმართულებით, რომ როგორმე არასწორი ინფორმაცია გავიდეს გარეთ, თითქოსდა ხელისუფლების ხელწერაა, მაშინ, როდესაც საპირისპირო პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, რომ როგორმე ზეწოლა მოახდინოს ამომრჩეველზე და პოლიტიკურ ოპონენტზე - არათუ ტყუილია, არამედ უზნეო ტყუილია და ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ სტრატეგიულ მიმართულებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა