logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე: პირადად ჩემთვის, ძალიან არსებითი შეხვედრა და საუბარი შედგა, განვიხილეთ ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობა
გიორგი გახარია იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე: პირადად ჩემთვის, ძალიან არსებითი შეხვედრა და საუბარი შედგა, განვიხილეთ ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობა
13:03 29.09.2020
ჩვენი ძალიან პროდუქტიული შეხვედრისას, ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობა, მაღალი დონის შეხვედრები და 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების წარმატებული ჩატარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრები და არსებითი პაკეტი ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად არის მიჩნეული. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილების შენარჩუნება, ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისთვის მომზადებაში დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.

„ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობას გიხდით უპირველეს ყოვლისა მასპინძლობისთვის, ამ ძალიან პროდუქტიული შეხვედრისთვის. პირადად ჩემთვის, ძალიან არსებითი შეხვედრა და საუბარი იყო. ჩვენი ძალიან პროდუქტიული შეხვედრისას, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობა, მაღალი დონის შეხვედრები და 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების წარმატებული ჩატარება. ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ჩვენი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად არის მიჩნეული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილება შევინარჩუნოთ, ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისთვის მომზადებაში დახმარების უზრუნველყოფის მიზნით. ხაზი გავუსვით საქართველოს მზადყოფნას ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, პრაქტიკული მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას შავი ზღვის უსაფრთხოების და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს თანამშრომლობაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის ვიწრო პარადიგმაში და ხაზი გავუსვით შავი ზღვის რეგიონის უფრო ფართო განზომილებაში ჩვენს აქტუალურ როლს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნება.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობაზე და მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს იმ უწყვეტი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი არის გამოხატული.

„კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა განვიხილეთ და მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო ნატო-ს გენერალური მდივნის მიმართ, იმ უწყვეტი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი არის გამოხატული. ასევე განვიხილეთ საქართველოს წინსვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს ნაყოფიერი შეხვედრისა და მასპინძლობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა