logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის
გიორგი გახარია: პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის
12:11 27.09.2020
პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა - თუ რა კეთდება იმისთვის, რომ პანდემიამ ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერავინ მოიგონა, ამიტომ საჭიროა წესების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა.

„პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება. ეს ხომ არ არის რაღაც სიახლე. ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება. ყოველთვის ვამბობდით, რომ ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. მარტივი რამ მინდა გითხრათ - დღეს განვითარებულ მსოფლიოში ვერავინ პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერ მოიგონა, ამიტომ ეს წესები უნდა დავიცვათ და მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო, ჩვენ ეს ვიცოდით, გეგმას მივყვებით, ინფიცირების რაოდენობის ზრდა გვაქვს და გვექნება კიდევაც, უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას, რასაც ვგეგმავდით და რასაც ყოველთვის ვამბობდით. მარტივია ინფექციის გაჩერება, მარტივად შეგვიძლია იგივე მკაცრი ზომების მიღება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, კიდევ ბევრი რაღაცები, მაგრამ ჩვენ ხომ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ განათლება გაგრძელდეს, ეკონომიკა გაგრძელდეს, პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს, ამიტომ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, არ არის ეს რთული. ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ელემენტარული ნორმები. კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ სოციალურ ჯგუფებს, მოხუცებს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს და აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. უფრო მეტიც, ალბათ სწორია რეკომენდაცია, აჭარაში განსაკუთრებით, რომ ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ სახლში, ეს ძალიან სწორი რეკომენდაციაა,“- განაცხადა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა