logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რაც ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე
პრემიერი: საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რაც ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე
21:43 25.09.2020
ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც ქართული სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გააჟღერა, თუმცა, ვერავინ გაბედა, რომ აღესრულებინა.

„ქართველი ერი ძლიერი და თავისუფლების მოყვარულია, საქართველოს ისტორია - უძველესი, ქვეყანა კი - დემოკრატიული და მომავალზე ორიენტირებული. დღეს საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტი აქვს რეგიონში, მიღწევებით არ კმაყოფილდება და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვართ დასავლური ფასეულობების მატარებელი ერი, რომელიც საქართველოს მიწაზე ორგანულად აზავებდა დასავლურ კულტურას და ცივილიზაციას აღმოსავლურთან. ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის სრულიად ახალ, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც ჩვენი სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გააჟღერა, თუმცა, ვერავინ გაბედა, რომ აღესრულებინა. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ამ უმნიშვნელოვანესმა არჩევნებმა, რომლის ჩატარებაც გვიწევს პანდემიის პირობებში, ჩაიაროს თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური დასწრების ფონზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური ნება,“ - განაცხადა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა