საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის დედაქალაქ სანაში შეერთებული შტატების საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად უნდა დაგმოს.
„ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ს მისიაზე მიმდინარე წლის 11 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, აღნიშნული ძალადობა მიანიშნებს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეუხებლობის დარღვევის საგანგაშო ტენდენციაზე, რაც ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსთვის“-ნათქვამია ვაშაძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ქართული მხარე აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს მკაცრად გმობს.

















